ანა დოლიძის მიმართვა საქართველოში მოქმედ NGO-ებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს

ანა დოლიძის მიმართვა საქართველოში მოქმედ NGO-ებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს

access_time2020-08-25 16:50:12

საარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე საქართველოში მოქმედ NGO-ებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.


„ხელისუფლებების მიერ დაშვებული შეცდომები თუ უგუნურება, გიჩენს მუხტს გააანალიზო ქვეყნის პრობლემები, გაიაზრო საკუთარი შესაძლებლობები, აიღო პასუხისმგებლობა და ჩაერთო ბრძოლაში, რომ ქვეყნის უკეთესი მომავალის მშენებლობაში შენი წილი აგური დადო.


ეს არის მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში და დავუპირისპირდე არსებულ ხელისუფლებას, რომლის რვაწლიანმა მმართველობამ ქვეყანა არათუ წინ წაიყვანა, არამედ ერთ დიდ ჭაობში მოაქცია.


ასეთ სიტუაციაში სრულიად გაცნობიერებული გაქვს ყველა დაბრკოლება თუ წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება საარჩევნო მარათონში გადაგეღობოს. გააზრებული გაქვს, რომ საქართველოში საკმაოდ რთულია დამოუკიდებელი კანდიდატობა, რომელიც ახალგაზრდა გუნდთან ერთად დაიწყე. საზოგადეობის გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს ქალი კანდიდატისადმი გარკვეული მიუღებლობა და ა.შ.


მაგრამ, როდესაც კამპანიას იწყებ ღიად ეჩეხები ყველა იმ უკანონობას, რომელსაც მმართველი გუნდი იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.



დიდუბე ჩუღურეთის რაიონი, სადაც ვაპირებ კენჭი ვიყარო, არის მთლიანი საქართველოს სახე, თუ რა მეთოდით გეგმავს „ქართული ოცნება“ არჩევნების ჩატარებას.


ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, აშკარად გამოჩნდა, რომ თბილისის უბნებში თარეშობენ კანონგარეშე მყოფი ჯგუფები, რომლებიც ქმნიან “შიშის ზონებს” პირველ რიგში იქ მცხოვრებლებისთვის. მათი მთავრი მიზანია, არჩევნებში მონაწილე პირებმა ვერ მოახერხონ მოქალაქეებთან კონტაქტი და ვერ ჩაატარონ საარჩევნო კამპანია.


ამგვარი ჯგუფები დიდუბე-ჩუღურეთის ქუჩებში ხშირად გვხვდებიან. თუმცა, ვფიქრობ, წერეთლის გამზირის N105 – ში მომხდარ ფაქტს აუცილებლად უნდა მიეცეს შესაბამისი რეაგირება, რადგან ის მეთოდი, რომელსაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იყენებს, საბოლოოდ მძიმე გავლენას მოახდენს, როგორც არჩევნების შედეგებზე, ასევე ქვეყნის მომავალზე.


კერძოდ, აღნიშნული კორპუსის ეზოში თავსდაგვესხნენ ალკოჰოლური ან ნარკოტიკულიზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები. კარგად ორგანიზებული კანონგარეშე მყოფი ჯგუფები მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ არმოგვცემდნენ უფლებას გავსაუბრებოდით ხალხს. რაც უფრო საზარელია, უბნებში შექმნილი “შიშის ზონები” აშინებენ მეზობლებს, რომლებიცგაბედავენ მმართველი გუნდის გარდა, სხვა კანდიდატთან დალაპარაკებას.


ჩვენს თვალწინ მათ საშინელი აგრესიული მუქარა განახორციელეს იქ მყოფ მოქალაქეებზე, აიძულესისინი შეეწყვიტათ საუბარი და გაგვცლოდნენ. კამპანიის წევრების მიმართ იგინებოდნენ. იყენებდნენ სექსისტურ გამონათქვამებს დაგვაიძულებდნენ არათუ იმ წუთას დაგვიტოვებია ტერიტორია, არამედ აღარ გამოვჩენილიყავით მათსიახლოვეს.


ეს ფაქტი საჯაროდ გავაჟღერე ბრიფინგის მეშვეობით, რომელიც არაერთმა მედიასაშუალებამ გააშუქა. მიუხედავად ამისა, არც ხელისუფლების და არც სამართალდამცველებისმხრიდან, რომელთა მოვალეობაცაა მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რეაგირება არ მოჰყოლია.


ამიტომ მოვუწოდებ, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასაერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოთი. საკუთრი შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინონრეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტზე და ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის დემოკრატიული გარემოში ჩატარებას ზღუდავს. ეს ერთადერთი გზაა, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს საკუთარი, უკანონო მეთოდებით არჩევნების ჩატარება და ძალაუფლების შენარჩუნება,“ - აღნიშნულია ანა დოლიძის განცხადებაში.


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up