ანა დოლიძე ხალხს მანიფესტით მიმართავს: გავერთიანდეთ და შევქმნათ  ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის

ანა დოლიძე ხალხს მანიფესტით მიმართავს: გავერთიანდეთ და შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის

access_time2020-05-21 15:00:09

ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში მანიფესტი ხალხისთვის გამოაქვეყნა და ხალხს ახალ მოძრაობაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.

კომერსანტი მანიფესტს უცვლელად გთავაზობთ:

 

მანიფესტი ხალხისთვის

სად ვართ და რას ვაკეთებთ 21-ე საუკუნის ქართველი ხალხი?რატომ ჩავრჩით მესამე რიგის ქვეყნებში და რატომ ვერ ვაღწევთ თავს ამ ჭაობიდან? სად გაქრა იდეალები, რომლითაც დავამსხვრიეთ საბჭოთა იმპერია და მუხტი, რითაც დავიწყეთ დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს შენება?

უდიდესი საფრთხეადღეს, რომ ჩაკვდესჩვენიმთავარი ღირებულება - საკუთარი თავის რწმენა, მუხტი თავისუფლებისთვის ბრძოლის, იმედი, რომ შეგვიძლიაშეცვლა და ჩვენი მიზნების შესრულება. შედეგად,ვიღებთ  „ჩაკლულ სულებს“, რომლის მართვა გაცილებით იოლია. 21-ე საუკუნეშიცისევ თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ისევ, სიღარიბეს ვებრძვით, ისევ სამართლიანობას ვეძებთ და შევნატრით მშვიდ ცხოვრებას.

პოლიტიკა

  1. ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი შეპყრობილია მარადიული მმართველობის იდეით და პოლარიზაციის სურვილით!
  2. ამის გამო ვკარგავთ განვითარების ყოველ წამს და დღეს, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ყოველდღიურად მიდიოდეს წინ,ჩვენ გავჩერდით დროში, ერთ ადგილზე.არადა ენერგიას ყოველ დღე უნდა ვხარჯავდეთ ქვეყნის და ხალხის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფადგადაჭრისთვის.
  3. პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი  გამორიცხავს გონივრულ დღის წესრიგზე შეანხმების შესაძლებლობასდა შემდეგ ამ დღისწესრიგით სვლას მომავალში. პოლიტიკური ბულინგი ნორმაა.
  4. პოლარიზებული პოლიტიკური  სპექტრი ღუპავს ქვეყნის განვითარებას!

სახელმწიფო

  1. ჩატეხილია ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის!
  2. ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, არ მისდევს საზოგადოებრივ ტკივილს და მათი პრობლემების დღისწესრიგს. ქვეყანაში გამეფებულია კლანური მმართველობა, შერჩევითი სამართალი და დაუსჯელობის სინდრომი.
  3. ხელისუფლებას არ აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და სტრატეგია!
  4. მთავრობას არ აქვს გააზრებული და წარმოდგენილი, როგორ და რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს და განავითაროსსაქართველო. ჩვენი სახელმწიფო ჩამორჩება მსოფლიოს პროგრესული ქვეყნების განვითარების ტემპს.პოსტ COVID-19 -ისეპოქაში, როდესაც განვითარებული მსოფლიო მიისწრაფის ტექნოლოგიური რეაქტიული წინსვლისთვის, ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს  წყლის პრობლემა აქვს.
  5. არ გვაქვს პროგრესი მშვიდობისადა გაერთიანების მიმართულებით.
  6. ქვეყანა იმართება პროექტიდან პროექტამდე - კერძო ინტერესებით. ოლიგარქიულ მმართველობას ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და პასუხისმგებლობის გარეშე ქვეყანა მიყავს რბილი ავტორიტარიზმისკენ.
  7. რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვან საკითხებზე იღებენ არაკომპეტენტური პირები, რომლებიც თანამდებობებზე მოხვდნენ ნაცნობობით, ინტერესების ლობირებით და  არა კომპეტენციისა და დამსახურების გამო.
  8. სახელმწიფო გადაიქცა მზარდი ნეპოტიზმის და კორუფციის კერად, რაც მოტივაციას უკარგავს თავდადებულ და პატრიოტ საჯარო მოხელეებს.
  9. იმის მაგივრად, რომ საქართველო ვითარდებოდეს ყოველწლიურად, მიდიოდეს წინ, გლობალურ კონკურენციაში, ჩვენ ვართ სტაგნაციის მომსწრენი - რაც ნიშნავს აჩქარებულ დროში ჭაობში დარჩენას.

ეკონომიკური განვითარება

  1. რეალურად მიმდინარეობს არსებობისთვის ბრძოლა და არა ზრუნვა განვითარებაზე!
  2. მთავრობის ეკონომიკურპოლიტიკაშიარ ჩანსსაზოგადოების ყველა ფენის ინტერესი. ეკონომიკური ზრდა ჩვენს სახელმწიფოში ითარგმნება კაპიტალის ვიწრო წრეში კონცენტრაციაში.
  3. ეს არის მდიდრების გამდიდრების და ღარიბების გაღარიბების პოლიტიკა!
  4. ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ინაწილებენ საჯარო სიკეთეებს.
  5. არსებული სიკეთე რჩება ვიწრო წრეში.ძლიერდება მონოპოლიები. კლანურობა, კორუფცია, ბიუროკრატია, ცუდი მმართველობა კლავს კონკურენციას და ამუხრუჭებს განვითარებას.  ეკონომიკური პოლიტიკა ვერ ქმნის პირობებს საქართველოში ძლიერი მეწარმეთა კლასის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც შექმნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
  6. საქართველო განწირულია მცირე ეკონომიკური ზრდისთვის!
  7. არადა, ჩვენ გვჭირდება ნახტომი ეკონომიკაში!
  8. ჩვენ არ გაქვს სოციალური პოლიტიკა, გვაქვს გადარჩენის პოლიტიკა!
  9. ჩვენი სოციალური დაცვის სისტემა ორიენტირებულია მოქალაქის დასჯაზე და არა წახალისებაზე, მოქალაქეების სიღარიბეში ჩატოვებაზე თაობიდან თაობამდე!
  10. საქართველოშიბავშვები შიმშილობენ, ახალგაზრდობა ჩაკეტილ წრეშია!
  11. საფრთხეექმნებაჩვენი კულტურის მთავარსოციალურქსოვილს -ოჯახს:უიმედობით, ძალადობით, აზარტულ თამაშებზედა სხვა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებით, ემიგრაციით...
  12. მოხუცები არიან საპენსიო ვალებში და ძვირად ღირებული წამლების მოლოდინში.
  13. ქვეყანაში ბატონობს დაუცველობის შეგრძნება - დაუცველობა შიმშილისგან, ძალადობისგან, უსამართლობისგან!
  14. გვაქვს განცდა, რომ  ვცხოვრობთ სიკვდილით სავსე ქალაქებში!
  15. გვაქვს შეგრძნება, რომ სახელმწიფო, რომელიც დაიცავს ხალხს, არ არსებობს!

ხალხი

  1. საზოგადოების განვითარება უფრო წინ არის, ვიდრე პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ელიტა!
  2. ხალხს არ აქვს  სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნდობა. ხელისუფლების აპარატი დაცლილია სახელმწიფო აზროვნებისგან.
  3. უპასუხისმგებლო და კერძო ინტერესს მორგებული მმართველობა იწვევს ნიჰილიზმს, რაც დამღუპველია!
  4. საზოგადოებაში ყალიბდება განცდა უუნარობის- რწმენა, რომ არაფრის შეცვლა შეუძლია და  არაფერი შეიცვლება.
  5. სინამდვილეში,საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ჩვენ, როგორც მის მოქალაქეებს, გვაქვს უდიდესი პოტენციალი ვიცხოვროთ მშვიდად, კეთილდღეობაში, განვითარებული, ევროპული ქვეყნის სტანდარტებით და ამ პოტენციალს ვფლანგავთ.
  6. ხელისუფლებას არ ესმის საკუთარი ხალხის!

ჩვენ!


ჩვენ, მოქალაქეები, ვინც ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვითსამართლიანობისთვის და საქართველოსუკეთესი მომავლისთვის, ვერთიანდებით, რათა ერთად შევქმნათ სამართლიანი, პერსპექტიული გარემო, სადაც შევძლებთ საკუთარი პოტენციალის უკეთ რეალიზებას.

ჩვენი მიზანია ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის!

გავერთიანდეთ  ერთიანიმიზნების გარშემო.

  1. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და დღის წესრიგს „პოლარიზაციის მიღმა“,სადაც თავისი სახელი დაერქმევა კარგსაც და ცუდსაც, სადაც გონივრულ საკითხებზე,ერთობლივი ღირებულებების ფარგლებში შესაძლებელი იქნება შეთანხმება;„...ისტების“ დრო უნდა დასრულდეს!-განსხვავებული აზრი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან პოლარიზაცია კლავს სახელმწიფოს განვითარებას.
  2. ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში,რაც იწვევს  ქვეყნის საუკეთესო შესაძლებლობების გაფლანგვას.
  3. გადავდივართ საქმიანსახალხო დისკუსიაზე!ვიმოქმედებთ უკეთესი მომავლისთვის, რომელიც იქნებადაფუძნებული ღირებულებებზე, სახელმწიფო ინტერესებსადა ამოცანებზე და არა პიროვნულ თავდასხმებზე, შეურაცხყოფასა და ტროლებზე. საწორედ ამისთვის, შევქმნათ თანასწორობის სივრცე!
  4. ჩვენ გთავაზობთ სახალხო სივრცეს,  სადაც ერთადავიღებთ პასუხისმგებლობასჩვენს მომავალზე - როგორი ქვეყანა გვინდა და სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები.ეს ქვეყანა ჩვენია!
  5. ჩვენ  მოვიგებთ ომს შიმშილთან!
  6. ჩვენ გვჯერა,რომ ცოდნის ეკონომიკით და საქართველოს პოტენციალით შესაძლებელია ეკონომიკური ნახტომის გაკეთება და უახლოეს მომავალში მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებს შორის ყოფნა.
  7. ჩვენ შევქმნით სამართლიანმართლმსაჯულების სისტემას, სადაც მოქალაქეები იპოვიან სამართალს, ხოლო დამნაშავეები თანასწორად აგებენ პასუხს, სადაც გაქრება პრივილეგირებულ პირთა კასტა.
  8. ჩვენ დავტოვებთ კორუფციას და ნეპოტიზმს წარსულში და შევქმნით კარგ მმართველობას, რომელიც წაიყვანს ქვეყანას წინ.
  9. ჩვენ შევქმნით ქართულ კულტურულ ფასეულობებზე დამყარებულ ევროინტეგრაციის ამოცანებთან და სწრაფ განვითარებასთან თანხვედრ ქვეყანას.
  10. ერთად შევქმნათსამართლიანი და ჯანსაღი გარემო,სადაც:
  • ლაღად იზრდებიან ბავშვები, რომელთა შესაძლებლობებისრეალიზებისთვის შექმნილია ხელმისაწვდომი გარემო.
  • ჩვენი ახალგაზრდები ვითარდებიან მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებით და რჩებიანსამშობლოში საკუთარი ნიჭის და ენერგიის დასახარჯად.ერთად შევქმნათმომავალი თაობის ოქროს რეზერვი,რომელიც წარმატებით განავითარებს ჩვენს ქვეყანას.
  • ხარობენ ოჯახები, რომელთა დაუღალავ შრომას მოაქვსკეთილდღეობა.
  • მეწარმეთა კლასი სარგებლობს ნაყოფიერი გარემოთი, რომ გაიმარჯვოს გლობალურ კონკურენციაში და შექმნას დოვლათი.
  • მოხუცებს დავაფასებთ და მივანიჭებთ უზრუნველ სიბერეს.
  1. ერთად შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის!
  2. შევქმნათ მუხტი და დავიბრუნოთ რწმენა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის!
  3. ჩვენ გაქვს გამოცდილება, რომ თითოეულ, თუნდაც ყველაზე პატარა ბრძოლას მოაქვს გამარჯვების და წინსვლის მუხტი. ჩვენ გვწამს-უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი!

შემოგვიერთდით, ერთად, სუფთა ხელებით შევქმნათახალი რეალობა!!!

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ვიყოთ არქაიზმის ტყვეობაში მყოფი პოლიტიკოსების იმედად.

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეების გარშემო, რომელიც უკეთეს ცხოვრებას არა არჩევნების შემდეგ, არამედ ყოველ დღე. ყოველ კვირა და ყოველ თვე მოგვიტანს.

ეს ქვეყანა ჩვენია  და ჩვენ უნდა ავიღოთ მის მომავალზე პასუხისმგებლობა.

თუ ეთანხმებით ამ მანიფესტს შემოგვიერთდით და ჩაერთეთ მოძრაობაში „ხალხისთვის“

 

 

თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up