ანა დოლიძე: ვუსამძიმრებ მოსახლეობას, ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს

ანა დოლიძე: ვუსამძიმრებ მოსახლეობას, ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს

access_time2018-12-28 10:30:12

ვუსამძიმრებ მოსახლეობას, ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს  ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში უვადოდ გაამწესების გადაწყვეტილებაზე.


“დღეს მოხდა ძალიან სამარცხვინო რამ. იუსტიციის საბჭო ყოველ დღე გვანცვიფრებს კიდევ და კიდევ უფრო სამარცხვინო გადაწყვეტილებების მიღებით და სად აღმოვჩნდებით ბოლოს, არ ვიცი. ლევან მურუსიძე აღმოჩნდა მათ თვალში ყველანაირი პროცედურის და კანონის დარღვევით კეთილსინდისიერი მოსამართლე. ის ფორმალურად, რომ ვთქვათ დაინიშნა უვადოდ, თუმცა ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს მანამ, სანამ საქართველოში იპარპაშებს აი ეს ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან გადაბმულია და რომელთა მთავარი ამოცანა როგორც ჩანს არის ნელ-ნელა დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესი.



მე ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება, კონკრეტული გუნდი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ შედეგზე და ჩვენ რომ საბოლოო ჯამში ამ შედეგამდე მივედით. თუ არ გამოფხიზლდა ქართული ოცნება და პარლამენტის შემადგენლობა. ეს არ იქნება დასასრული იუსტიციის საბჭოს თავხედობის. არამედ იქნება ერთერთი ნაბიჯი ,უარეს ქმედებას მომავალში უნდა ველოდოთ. ჩვენ მაქსიმალურად რაც შეგვეძლო გავაკეთეთ მე და ქალბატონმა ნაზიმ, მაგრამ ახლა სიტყვა არის პოლიტიკურ ძალებზე, რამდენად მისცემენ საშუალებას, რომ ამ ჯგუფმა სრულად გაშალოს ფრთები სასამართლოს ფარგლებში და შესაბამისად, სახელმწიფოს მასშტაბებით”, – განაცხადა ანა დოლიძემ.



ipress


თეგები:
ანა დოლიძე



ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე იქნება. ბათუმის...

ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...


მსგავსი სიახლეები

up