ანა დოლიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე - ახლა სამოსნური არგუმენტები იქნება: დავალება ბებიასთან დამრჩა და ჩემს წიგნში ამოხეული იყო ფურცელი

ანა დოლიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე - ახლა სამოსნური არგუმენტები იქნება: დავალება ბებიასთან დამრჩა და ჩემს წიგნში ამოხეული იყო ფურცელი

access_time2019-04-16 16:45:52

ახლა კეთილი ინებონ, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და არ დაიწყონ ამორჩევა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით დოლიძე გამოეხმაურა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ახლა, როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა თავის მართლებას „მეორე კლასელივით დაიწყებს: დავალება სახლში დამრჩა“.


„ვენეციის კომისიის დასკვნაში მართლაც ძალიან კომპლექსური რეკომენდაციებია უამრავი მიმართულებით იმისთვის, რომ ნორმალური პროცესი წარიმართოს. ვენეციის კომისია განსაკუთრებით დაუკვირდა ხმის მიცემის პროცედურას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მათი რეკომენდაციით, კენჭისყრა უნდა იყოს ღია. კობახიძის მიერ შემოთავაზებული იყო, რომ კენჭისყრა დახურული ყოფილიყო და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებოდით. კომისიის რეკომედაციებით, თითოეულ კანდიდატზე კენჭისყრა უნდა მოხდეს ღიად და დასაბუთდეს თხრობით; ასევე, უნდ აიყოს რაღაცა პროცესი, რომელიც კანდიდატთა ბიოგრაფიებს გადაარჩევს და რაც მთავარია, გამოცდა უნდა იყოს ამოღებული. ანუ კომისიის რეკომენდაციები არის მართლაც ძალიან სერიოზული და კომპლექსური.


ძალიან კარგად ვიცი, რომ ვენეციის კომისია წინასწარ აზიარებს ხოლმე თავის მონახაზს და როგორც ჩანს, კობახიძემ ეს მონახაზი ძალიან კარგად იცოდა. ამიტომ დააჩქარეს ამ კანონპროექტის განხილვა. ახლა კეთილი ინებონ, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და არ დაიწყონ ამორჩევა. მეორე კლასში რომ იცოდნენ, ჩემს წიგნში ამოხეული იყო ეგ გვერდი და დავალება ბებიასთან დამრჩაო - აი, ამ ტიპის თავის გამართლებას დაიწყებენ ახლა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.



კითხვაზე, შეძლებს თუ არა ირაკლი კობახიძე უმრავლესობის დარწმუნებას იმაში, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახოს, დოლიძემ უპასუხა, რომ რეალურად საჭიროა არა უმრავლესობის, არამედ ე.წ. კლანისა და ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება.


„არაფერ შუაშია მისი კოლეგები. აქ არის თავად კობახიძე, კლანი, რომელიც მას ყურში უჩურჩულებს მესიჯებს და არის ბიძინა ივანიშვილი. სინამდვილეში, მათი დარწმუნებაა საჭირო. ახლა დაიწყება ვაჭრობა, აქედან რა შეიძლება იყოს გათვალისწინებული და რა - არა. რომ სდომოდათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, დაელოდებოდნენ კომისიის დასკვნას, 1 დღე უნდოდა დალოდება. დავიცადოთ, მაგრამ მართალი გითხრათ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამის მიმართ,“ - განაცახადა ანა დოლიძემ.



IPN






BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები
access_time2019-10-17 12:35:41
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს...


მსგავსი სიახლეები

up