ანა დოლიძე: ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური კორონავირუსი ოპოზიციისთვის

ანა დოლიძე: ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური კორონავირუსი ოპოზიციისთვის

access_time2020-04-27 22:50:29

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს ვუსამძიმრებ ყველა იმ გაერთიანებას, სადაც ის მივა. მიუხედავად კრავის ნიღბისა, რომელიც მან მოირგო, იგი არის „პოლიტიკური კორონავირუსი“ ოპოზიციისთვის“, ეს იურისტ ანა დოლიძის შეფასებაა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე.და აღნიშნავს, რომ შს ყოფილი მინისტრი საკუთარი თავის რეაბილიტაციას შეეცადა.

 

ანა დოლიძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს აქვს სერიოზული ბერკეტები, აიყვანოს მძევლად ოპოზიცია, რადგან პირველ წყაროდან ფლობს ნებისმიერ ინფორმაციას იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც ჩადენილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

 

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი არის ოქროს მოწმე და ამ ცოდნის მეშვეობით მას შეუძლია, მძევლად ჰყავდეს აყვანილი ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“.

 

ანა დოლიძის თქმით, ისინი ვერ შეძლებენ საკუთარი თავი გაითავისუფლონ იმ ცოდნისგან, რომელიც ვანო მერაბიშვილს აქვს.

 


„მოკლედ, ვანო მერაბიშვილი არის „პოლიტიკური კორონავირუსი“ და ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც ის მივა, ავტომატურად საკუთარ კისერზე აიკიდებს უზარმაზარ ლოდს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

 

„დაახლოებით 14-15 წლის წინ პირადად ვიყავი ჩართული და ვიბრძოდი კბილებამდე შეიარაღებული ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. ვთვლიდი, რომ მასთან ბრძოლა დავასრულე 2012 წლის ოქტომბერს, როდესაც ის გავისტუმრეთ ხელისუფლებიდან.

 

დღემდე კარგად მახსოვს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის საქმეები. პირადად ვიყავი მომსწრე იმ სადამსჯელო ოპერაციისა, რომელიც ვანო მერაბიშვილმა ჩაატარა ახალციხის უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერაძის წინააღმდეგ, რომელმაც მის მეუღლეს არ მისცა ყალბი დიპლომი. მახსოვს 2005, 2006, 2007 წლებში არაერთი ე.წ ლიკვიდაცია - ამ ტერმინს იყენებდნენ, რადგან არ უნდა გვეგრძნო, როგორ ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში. ეს ფაქტები არ მაძლევს საშუალებას მშვიდად მოვეკიდო და უბრალოდ იგნორი გავუკეთო მერაბიშვილის მიერ საკუთარი თავის რეაბილიტაციის მცდელობას“, - აღნიშნავს ანა დოლიძე Facebook-ზე ვიდეომიმართვის დროს.

 

ანა დოლიძის თქმით, „ტყუილად არ იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ სახელდახელოდ დამზადებულ ფირნიშებზე გამოსახული ვანო მერაბიშვილი, მეგის ქარდავა და სხვა რეპრესიული მანქანის შემქმნელები.

 

„ეს ისტორიები, რომლითაც დღესაც სარგებლობს მმართველი გუნდი, კვლავ წამოვა წინ მომავალ არჩევნებზე. ამიტომ, სადაც არ უნდა მივიდეს ვანო მერაბიშვილი, ის პოლიტიკური გაერთიანება აიკიდებს „პოლიტიკურ კორონას“, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო იქნება „ქართული ოცნებისთვის“. ახლა ელოდებიან, სად მივა ეს დაქოქილი ნაღმი“, - აღნიშნავს ანა დოლიძე.


imedinews.ge

თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up