ანა დოლიძე: თუ არჩევნები არ გადაიდება, ის ჩატარდება უსამართლო პირობებში

ანა დოლიძე: თუ არჩევნები არ გადაიდება, ის ჩატარდება უსამართლო პირობებში

access_time2020-10-17 15:45:24

„ეპიდსიტუაციაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და ის, რომ ამ სიტუაციაში არჩევნები  ვერ იქნება სამართლიანი, ეს ცალსახაა. თუ არჩევნები არ გადაიდება, ის ჩატარდება უსამართლო პირობებში,“  - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ.


ხელისუფლების განცხადა, რომ კოვიდპანდემიის პირობებში  ოპოზიციის მიერ გამართული აქციები მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი უპასუხისმგებლობაა, ანა დოლიძის შეფასებით, არის „ქართული ოცნების“ მორიგი მცდელობა საკუთარი უნიათობა გადააბრალოს პოლიტიკურ სპექტრს, რომ არჩევნები მისთვის სასურველ უსამართლო გარემოში ჩაატაროს.  


„შეხედეთ გია ვოლსკის კამპანიის პირველ სამ თვეს, კაცი ქუჩაში არ გამოდიოდა, ვიდრე არ დაინახა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში ეზო არ დარჩა, სადაც კამპანია არ ჩავატარე. ჩვენ დაავადების რისკის ფასად, ჩვენი გუნდით უნდა ვიაროთ ქუჩაში, „ქართული ოცნება“ კი არჩევნების დღეს დააორგანიზებს თავის ხალხს სამარშრუტო ტაქსებით, მილიონ ხრიკს აამოქმედებს და ასე გეგმავს გამარჯვებას. მერე გვეტყვიან დაიცავით დისტანციაო და არჩევნებზე დაკვირვების უფლებასაც შეგვიზღუდავენ. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაზაფხულზე გაატარა არაკონსტიტუციური ზომები და ისეთი შეზღუდვები დააწესა, რომელსაც შედეგები არ მოჰყოლია. ჩვენ რომ დავრჩენილიყავით კონსტიტუციურ ჩარჩოებში, დღეს იქნებოდა საგანგებო მდგომარეობა და არჩევნების ჩატარება არ იქნებოდა შესაძლებელი. გეტყვით რა მოხდება არჩევნების შემდეგ.  ჩვენი ხმების დასაცავად, რომ მოგვინდება ქუჩაში გამოსვლა, იტყვიან, კორონა ვრცელდებაო. შემოიღებენ საგანგებო მდგომარეობას, სახლში რომ ვისხდეთ და გადავყლაპოთ ის შეურაცხყოფა, რომელსაც გვიპირებენ. ამიტომ ნება იბოძონ, შექმნან სამართლიანი საარჩევნო გარემო და ისე ჩაატარონ არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არჩევნები არ გადაიდება ახლა, ის ჩატარდება უსამართლო პირობებში,“ - აცხადებს ანა დოლიძე.



დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  თქმით, „ქართულ ოცნებას“ სტოკჰოლმის სინდრომი სჭირს.


„ქართულ ოცნებას“ აქვს სტოკჰოლმის სინდრომი  - მას თან სძულს და თან უყვარს ნაციონალური მოძრაობა. მმართველი გუნდის ლიდერებმა ნაცვლად იმისა, რომ ილაპარაკონ წამლების გაზრდილ ფასებზე, ნარკომანიაზე, რომელსაც მიაქვს ახალგაზრდობა, სამუშაო ადგილებზე და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, მუდმივად ნაცმოძრაობაზე საუბრობს. ხალხს ეგზისტენციალური პრობლემები აქვთ, არ იციან რა მოუხერხონ შვილებს, რომლებიც ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, არ იციან როგორ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები ან როგორ იშოვონ ლუკმაპური და ესენი ცდილობენ ყველაფერი ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას გადააბრალონ. ასეთი საუბრებით „ქართული ოცნება“  ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ისტორიას ჩაბარდება,“ - ამბობს ანა დოლიძე.


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up