ანა დოლიძე სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს  „შაქარაშვილის ქარტიის“ დანერგვას სთავაზობს

ანა დოლიძე სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს „შაქარაშვილის ქარტიის“ დანერგვას სთავაზობს

access_time2020-07-21 14:22:00

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს „შაქარაშვილის ქარტია“ გამოაქვეყნა და სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს მიმართა, დაინერგოს ქარტიის წესები, რათა თავიდან იქნეს აცილებული - ერთი მხრივ სპორტსმენების ძალადობაში ჩართულობა და მეორე მხრივ, მოხდეს მათი გამიჯვნა საარჩევნო პერიოდში ძალისმიერი ქმედებისგან.

„ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც სპორტსმენები მხილებულნი არიან ძალადობრივ ქმედებებში. შაქარაშვილის საქმეშიც შესაძლოა დადგინდეს სპორტსმენების მხრიდან ძალადობის გამოყენების ფაქტები. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული მოახლოებულ საარჩევნო პერიოდში სპორტსმენების აქტიური გამოყენება კონკრეტული პარტიული ინტერესების ძალისმიერად გადაწყვეტის პროცესში, ამიტომ მოვუწოდებ სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს დაინერგოს პრინციპები, რომელიც გამორიცხავს ერთი მხრივ სპორტსმენების ძალადობაში ჩართულობას და მეორე მხრივ, მოხდება მათი გამიჯვნა საარჩევნო პერიოდში ძალისმიერი ქმედებისგან.

იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც მივიღეთ შაქარაშვილის საქმიდან, ჩვენ, „მოძრაობა ხალხისთვის“ შევიმუშავეთ სისტემური მიდგომა, რათა არ მოხდეს სპორტსმენების ძალადობაში ჩართვის წახალისება. მოვუწოდებთ სპორტის ფედერაციებს და სახელმწიფოს, დანერგოს „შაქარაშვილის ქარტია“, რომელიც  დაფუძნებულია სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციების ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით," - განაცხადა მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.   .

 

„შაქარაშვილის ქარტიის“ პრინციპები:

1. ადამიანის ღირსების დაცვა სპორტსმენისთვის უნდა იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური მოთხოვნა.

2. სპორტსმენი ვალდებულია დაიცვას პროფესიული და ეთიკური სტანდარტი საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს.


3. დაიცვას ლოიალობის, ჰუმანიზმის და პატიოსნების პრინციპები ყველა ურთიერთობაში.

4. სპორტსმენი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - რასობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, რელიგიური, ფილოსოფიური, პოლიტიკური შეხედულებები, ოჯახური მდგომარეობა ან ნებისმიერი სხვა მიზეზი.

5. შეუწყნარებელი უნდა იყოს სპორტსმენის ჩართვა დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ჩაგვრის, დაშინების, ძალადობის ფაქტებში.

6. სპორტსმენები უნდა ახდენდნენ სრულ გამიჯვნას და ნეიტრალიტეტს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან ძალის ინტერესებისგან, როდესაც საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან.

7. სპორტსმენი არ უნდა იყენებდეს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის იდეოლოგიის გატარებაში.

8. სპორტის ფედერაციები და კავშირები ვალდებულნი არია დაიცვან და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, აიღონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა სპორტსმენთა თვითშეგნების და ქცევის წესების ამაღლებაში.

9. შაქარაშვილის ქარტიის წესების დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს სპეციალური კომისიას, რომელიც იღებს ვალდებულებას როგორც ნეიტრალური არბიტრი შეაფასოს და აღასრულოს ქარტიაში გაწერილი წესები.

10. საქართველოს კანონი სპორტის შესახებ (მუხლი 23) სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას. - იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი სპორტული ფედერაციის ან კავშირის სპორტსმენის მხრიდან ადგილი ექნება „შაქარაშვილის ქარტიის წესების“ დარღვევას, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მთლიანად ფედერაციას ან კავშირს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და მათ დაუწესოს საბიუჯეტო სანქცია.

 


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up