ანა დოლიძე -  - ყველა უწყებაში ანტიკლანური მოძრაობაა დასაწყები სასამართლოს გარდა „მურუსიძე-ჩინჩალაძე“  შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში და სხვა სფეროებშიც გვყავს

ანა დოლიძე - - ყველა უწყებაში ანტიკლანური მოძრაობაა დასაწყები სასამართლოს გარდა „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში და სხვა სფეროებშიც გვყავს

access_time2019-05-16 13:20:06

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გიორგი ქობულიას გუშინდელმა მესიჯებმა ცხადყო, რომ ქვეყანაში, ყველა სფეროში ანტიკლანური ბრძოლის დაწყების აუცილებლობა დგას.


ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ „კლანმა“ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტში გაიდგა ფესვები და „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ მხოლოდ სასამართლოს პრობლემა არ არის. დოლიძის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გუშინდელი გამოსვლის მთავარი ხაზიც სწორედ მინიშნება, იყო, რომ „კლანური“ მმართველობა საქართველოში საყოველთაო ფენომენია.


„პირველ რიგში კარგია, რომ მან ამ თემებზე ისაუბრა. მაგალითად: ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა ნინო გვენეტაძე, რომელიც საერთოდ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ თანამდებობაზე, სადაც გაატარა რამდენიმე წელიწადი. ამის ფონზე რა თქმა უნდა, ძალიან მნშვნელოვანია ქობულიას საუბარი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის მთავარი თეზა, რომელიც მან თქვა. მისი მთავარი ხაზი იყო, როგორც მე გავიგე, რომ „კლანებს“, კერძო ინტერესებს სახელმწიფო შიგნიდან ჰყავს შეჭმული. კლანური ინტერესები, მათ შორის: ნეპოტიზმი, ძალაუფლების კონცენტრაცია - ეს ყველაფერი, კლანური ინტერესები არის სახელმწიფო კორპორაციებში, ტენდერებში, შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში. ჩამოთვალა უამრავი სფერო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ აღარ არის მარტო სასამართლოს ფენომენი. ერთი ჯგუფი, რომელიც მოაჯდება სახელმწიფო ინსტიტუტებს , ეს აღარ არის მარტო სასამართლოს პრობლემა, ეს გვაქვს ჩვენ მთლიანად სახელმწიფოში, ყველა უწყებაში და მათ შორის ეკონომიკაში. ეკონომიკაში, ეს ნიშნავს, რომ ის კეთილდღეობა, რომელიც იქმნება რეალურად, ზუსტად ამ „კლანების“ ჯიბეში მიდის.



ჩემთვის მთავარი დასკვნა არის, რომ ეს ანტიკლანური ამბავი, რომელიც ჩვენ დაწყებული გვაქვს სასამართლოში, უნდა გაგრძელდეს ყველგან. ერთი ჯგუფის მხრიდან მიკერძოება მთელი სახელმწიფო ინსტიტუტის არის საყოველთაო ფენომენი. ამას სჭირდება ზუსტად ბრძოლის განვრცობა სხვადასხვა უწყებებში“,-განაცხადა ანა დოლიძემ.


მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებულმა მესიჯებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ისეთი მართვის სტილი, რომელსაც არ ესმის, რომ საქართველო არ არის შპს „საქართველო“.


„ეს არის სახელმწიფო თავისი წესებით, თავისი გამჭვირვალეობით და რაც მთავარია, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე კეთილდღეობის გადანაწილებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქობულიამ გამოიტანა ეს ამბავი სულ სხვა სფეროში, მაგრამ პრობლემები არის ერთი და იგივე. მას გვარები არ დაუსახელებია და ძალიან გვჭირდება, რომ ადამიანები ჩაერთონ ამ საკითხში. მარტო მე და ნაზი ჯანეზაშვილი ხომ ვერ გავაკეთებთ ყველაფერს. ანუ, „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ არის სასამართლოში, მაგრამ „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ ასევე გვყავს შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში და ყველა სხვა სფეროში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ანტიკლანური მოძრაობა არის გასატანი სასამართლოდან და დასაწყებია ყველა უწყებაში თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ჭამონ საჭმელი და ეს ფული არ წაიღოს ვინმე გაზულუქებულმა „კლანის“ წევრმა“, - აცხადებს ანა დოლიძე.


IPN



თეგები:
ანა დოლიძე



“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს  და უნდა იყოს უფრო მაღალი
access_time2019-05-20 15:11:57
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების, ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს. ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ...

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის
access_time2019-05-20 15:00:32
გაფართოებული დაფინანსების შესახებ პროგრამის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობას, უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მოტივირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგართან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამა, რომელიც სამწლიანია, საქართველომ წინმსწრებით დაასრულა და ერთი წლით ადრე პროგრამის დასრულებამდე, პროგრამით...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...


მსგავსი სიახლეები

up