ანა დოლიძე: საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია

ანა დოლიძე: საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია

access_time2019-03-20 19:30:00


„ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებდა, რა მოუვიდა სასამართლო ხელისუფლებას, სანამ ეს არ გახდა პოლიტიკურად მოგებიანი, მაგრამ სასამართლო სისტემასთან ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. გამორიცხულია, არ გავჩერდებით და ეს არ იქნება ხავერდოვანი პროცესი. პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ, რათა სასამართლოში არ დაინიშნონ კლანის წევრები“,  აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კომერსანტთან საუბარში და დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში  ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება.


დოლიძე ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოს უზენაესი  სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც სწორედ სისტემას შეეწირა, გახდა ძალადობის მსხვერპლი და საბოლოოდ ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიატოვა.


„სამი შემთხვევა იყო, როცა გვენეტაძე უვადოდ დანიშვნას არ აწერდა ხელს და ოთახიდან არ გამოდიოდა; მერე გააკეთა კიდეც განცხადება, რომ ძალადობის მსხვერპლია. არავინ იმ ხალხიდან, არც ბესელია, არც ზარდიაშვილი, არ გამოხმაურებია ამ განცხადებას. საჯაროდაც არ დასმულა შეკითხვა, ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირი რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს... ფაქტია, ეს ქალი მიატოვა პოლიტიკურმა ძალებმა და ამ სისტემასთან დარჩა მარტო. ბუნებრივია, ბრძოლაში წააგო“,- აღნიშნავს ანა დოლიძე.



სასამართლო სისტემა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ამას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიშიც ადასტურებს. როგორც იცით, დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ სასამართლო სისტემაში არსებულ დაბრკოლებებს უკავშირდება. ანა დოლიძე აღნიშნულს აშშ-ს მხრიდან გამაფრთხილებელ გზავნილად აფასებს.


„ეს არის ყვითელი ბარათი. არადა, ამ ანგარიშზეა დამოკიდებული დახმარების მთელი პროგრამები, რასაც ჩვენი ხელისუფლება იღებს ამერიკიდან. საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ეს პროგრამების შეწყდება და ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია.


ხელისუფლებისთვის და ივანიშვილისთვის ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენთან თანამშრომლობის ზღვარი გადის მურუსიძე-ჩინჩალაძეზე. ამას ემატება ინვესტორების ფაქტორიც. ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი, როდესაც ქვეყანაში შემოდის, პირველ რიგში, ინტერესდება თუ შეძლებს, პირობითად, საკუთარი 100 ლარის დაცვას სასამართლოში. ეს არ ეხება ქვეყნებს, სადაც გარიგებები კორუფციით ხდება. საუბარი მაქვს ევროკავშირზე, ამერიკაზე და მათთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტა პირდაპირ შეამცირებს ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს“,- აცხადებს ანა დოლიძე.




სალომე ლემოჯავა 




„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up