ანა დოლიძე საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მიმართავს: გადავიდეთ საქმეზე - ერთად შევქმნათ საქართველოს სასამართლოს მოდერნიზების გეგმა

ანა დოლიძე საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მიმართავს: გადავიდეთ საქმეზე - ერთად შევქმნათ საქართველოს სასამართლოს მოდერნიზების გეგმა

access_time2021-03-05 10:45:07

„დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა და ჩართულობა, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმაში, არსებითად მნიშვნელოვანია. ამიტომ გთავაზობთ, გადავიდეთ საქმეზე - ერთად ვიმსჯელოთ და შევქმნათ საქართველოს სასამართლოს მოდერნიზების გეგმა, რომელიც ამოქმედდება დაუყოვნებლივ და არა მომავლში, როგორც ბევრი პოლიტიკური პარტია პროგნოზირებს,“ - მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მიმართავს.


მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად.


მარადიული მმართველობის იდეით შეპყრობილმა პოლიტიკურმა სპექტრმა პოლარიზაციას გადააყოლა ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი - სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს უკვე ღრმა ჩიხშია. ამ თემაზე დიდი ხანია ხმამაღლა ვსაუბრობდი და ვსაუბრობ, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან და სხვა საჯარო სივრციდან.


დღეს უკვე საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი და მეგობარი მიგვითითებს, რომ პოლარიზება და სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას.


თუმცა ფაქტია, ქვეყანაში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან, არც ერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად. დამერწმუნებით, ეს კომპონენტები არსებითად მნიშვნელოვანია.


ასეთ სიტუაციაში, ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, მოვალეობად მიმაჩნია დაუყოვნებლივ დავიწყო ქმედება სასამართლო სისტემის რეალური რეფორმისთვის.


ამ მიმართულებით დიდი ხანია ვმუშაობ. საზოგადოებას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარვუდგინე სასამართლო სისტემის რეფორმირების ხედვა - “სასამართლო რეფორმის 6 ნაბიჯი“, რომელიც დაფუძნებულია ჩემს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო განათლებაზე, კომპეტენციასა და გამოცდილებაზე.



თქვენი, დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა და ჩართულობა, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმაში, არსებითად მნიშვნელოვანია. ამიტომ გთავაზობთ, გადავიდეთ საქმეზე - ერთად ვიმსჯელოთ და შევქმნათ საქართველოს სასამართლოს მოდერნიზების გეგმა, რომელიც ამოქმედდება დაუყოვნებლივ და არა მომავლში, როგორც ბევრი პოლიტიკური პარტია პროგნოზირებს,“ - აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.


ანა დოლიძე ელჩებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, საკუთარ ხედვას სთავაზობს - „სასამართლო რეფორმის 6 ნაბიჯი“:


ნაბიჯი I
სასამართლოს მოდერნიზება
1. უნდა შემოვიღოთ საქმეების განხილვის საჯარო, ელექტრონული სისტემა
2. მოქალაქეს უნდა შეეძლოს ინტერნეტით ნახოს რა ეტაპზეა მისი საქმე
3. ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს იუსტიციის საბჭოს
4. მოქალაქეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება გადაწყვეტილების დაგვიანებისას.


ნაბიჯი II
მოსამართლეთა კორპუსის განახლება
1.მოხდეს არსებული მოსამართლეების გამოცვლა/გადარჩევა
2. სასამართლოს დაემატოს 100-ზე მეტი მოსამართლე
3. გადარჩევაში მონაწილეობდეს ევროკავშირის სპეციალური მისია
4. სასამართლო სისტემის გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისში შეიქმნას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების სასამართლოები


ნაბიჯი III
პრეცედენტული სამართალი (ინგლისური)
ამ გზით სამართალი იქნება განჭვრეტადი და შემცირდება კორუფციის ნიშნები


ნაბიჯი IV
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად სამოქალაქო დავებშიც დაინერგოს


ნაბიჯი V
სასამართლოს დეცენტრალიზაცია
1. გაუქმდეს სასამართლოს თავმჯდომარეების ინსტიტუტი
ა) მოსამართლეებს როტაციის წესით დაეკისროს სასამართლოს წარმომადგენლობა
ბ) ყველა საორგანიზაციო ფუნქცია დაეკისროს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დანიშნულ სასამართლოს მენეჯერებს
2. ოლქების მიხედვით შეიქმნას მოსამართლეთა ყრილობები
3. დაიშალოს იუსტიციის საბჭო
შევქმნათ რამდენიმე საბჭო სხვადასხვა ფუნქციით. მაგალითად, ცალკე დანიშვნების საბჭო


ნაბიჯი VI
იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირება
მოსამართლეთა განათლება თანხვედრაში უნდ იყოს ევროპულ სისტემებთან


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up