ანა დოლიძე საპენსიო სესხებზე - დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო უწყებები „ლიბერთი“ ბანკთან არიან შეკრულები და ჩვენ პენსიონერებს „ატყავებენ“

ანა დოლიძე საპენსიო სესხებზე - დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო უწყებები „ლიბერთი“ ბანკთან არიან შეკრულები და ჩვენ პენსიონერებს „ატყავებენ“

access_time2021-04-12 16:43:07

„დღევანდელმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომამ დაგვანახა, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები შეკრულები არიან ბანკის ხელმძღვანელობასთან. ამბობენ, რომ ვერც ეროვნული ბანკი ვერ დაარეგულირებს პროცესს და ვერც ჯანდაცვის სამინისტრო. ამასობაში კი 400 000 პენსიონერი „ლიბერთი ბანკის“ ხახაშია ჩაგდებული,“ - განაცხადა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემდეგ, სადაც საპენსიო სესხებზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელეს.


„ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში მიდის გატყავება ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენის, ჩვენი პენსიონერების. ორი პენსიონერიდან ერთს აქვს საპენსიო სესხი, რომელიც დაახლოებით ორჯერ უფრო ძვირია მისთვის, ვიდრე  საშუალო ასაკის ადამიანისთვის. პენსიონერი ყოველთვიური პენსიიდან დიდ თანხას ტოვებს „ლიბერთი ბანკში“, ისე რომ შეიძლება მას საარსებო მინიმუმიც კი არ დარჩეს ჯიბეში. დღეს ნათლად დავინახეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები შეკრულები არიან ბანკის ხელმძღვანელობასთან, დავრწმუნდით, რომ სახელმწიფოს არავითარი სურვილი არ აქვს, რომ აიღოს ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში 400 000 პენსიონერი დღეს „ლიბერთი ბანკის“ ხახაშია ჩაგდებული და საკუთარი პენსიის, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების დიდ ნაწილს ტოვებს სწორედ „ლიბერთი ბანკში“, მაშინ როდესაც არსებობს ყველანაირი საშუალება, რომ პენსიონერებს დღეს ჰქონდეთ ზუსტად ისეთივე საპროცენტო განაკვეთი, როგორიც აქვთ ჩვეულებრივ ადამიანებს“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.


ანა დოლიძის თქმით, ძალინ მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე ყინული დაიძრა და პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. 



„უმთავრესია, რომ დღეს ეს შეხვედრა მოეწყო, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სხდომაზე მოიყვანეს „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელი, რომელმაც თუნდაც მინიმალურად, მაგრამ ისაუბრა საპენსიო სესხის თემაზე. თუკი ამას მოჰყვება შემდგომი აქციები, შეხვედრა „ლიბერთი ბანკთან“, წნეხი ჯანდაცვის სამინისტროზე, შესაძლოა შედეგად პენსიონერებს მოექცნენ არა როგორც გასატყავებელ, საექსპლუატაციო მასალას, არამედ როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს,“ - განაცხადა დოლიძემ.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყების წინ, „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეებმა პენსიონერებისთვის 40%-იანი საპროცენტო განაკვეთის მინიმუმ განახევრება მოითხოვეს. 


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up