ანა  დოლიძე: საბჭოთა ცენზურად დღეს - სიტყვა პოლიტიკა ვიღაცებს გარმონი ჰგონიათ

ანა დოლიძე: საბჭოთა ცენზურად დღეს - სიტყვა პოლიტიკა ვიღაცებს გარმონი ჰგონიათ

access_time2020-06-19 13:10:21

„სიტყვა პოლიტიკა ვიღაცებს გარმონი ჰგონიათ, ცოტა რომ ანერვიულდებიან, გაწელავენ, გამოწელავენ, მოგაკერებენ და მაგით გაგაჩუმებენ. ასე აჩუმებენ საჯარო მოხელეებს, ბაღის თანამშრომლებს, მასწავლებლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სტუდენტებს: პოლიტიკაზე ხმა არ ამოიღო, თორემ პრობლემები შეგექმნებაო,” - ასე აფასებს „მოძრაობა ხალხისთვის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ აზროვნებას, რომელიც, მისი შეფასებით, „საბჭოთა ოთხკუთხედი აზროვნების დანატოვარია“.


ეს ფილმი ნანახი მაქვს. 2017 წლის ივლისში პრეზიდენტის სახელით ვეტო გამქონდა საქართველოს პარლამენტში. ირაკლი კობახიძემ ბევრჯერ შემაწყვეტინა სიტყვა და არ მომცა გამოსვლის საშუალება: თქვენ საჯარო მოხელე ხართ და არ გაქვთ პოლიტიკური გამოსვლის უფლებაო. პირველმა დავუძახე თავისი სახელი კობახიძის მართვის სტილს შარიკოვი. მერე მთელმა ოცნების უმრავლესობამ დაწერა განცხადება და ჩემი გადაყენება მოსთხოვა პრეზიდენტ მარგველაშვილს.თავისს მანდატს გასცდაო. მაშინაც, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებდი ბევრს ჩემი სიმართლით და აქტიურობით. რაც უფრო დიდი ინტერესების წინააღმდეგ ამოვიღებ ხმას, გასაგებია რომ ეს ნერვიულობა კიდევ უფრო მწვავე იქნება. კითხვები, ბრძოლა, სახელის დარქმევა, სიახლის შემოტანა, ორი დიდი პოლიტიკური მონსტრის ნიღბის ჩამოხსნა, სასამართლოს კლანის გამოაშკარავება ბევრ ინტერესს აყენებს ზიანს და ბადებს შიშს.


ამ პირობებში: სიტყვა პოლიტიკა ვიღაცებს გარმონი ჰგონიათ, ცოტა რომ ანერვიულდებიან, გაწელავენ, გამოწელავენ, მოგაკერებენ და მაგით გაგაჩუმებენ. ასე აჩუმებენ საჯარო მოხელეებს, ბაღის თანამშრომლებს, მასწავლებლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სტუდენტებს: პოლიტიკაზე ხმა არ ამოიღო, თორემ პრობლემები შეგექმნებაო. მთელ ევროპაში და ამერიკაში უმწვავესი პოლიტიკური დებატები იმართება უნივერსიტეტებში, პარტიებს თავისი დებატები აქვთ უნივერსიტეტებში, თავისი განყოფილებები და ასე ზრდიან მომავალ სახელმწიფო მოაზროვნეებს და ჩვენთან? ეს კანონით აკრძალულია.


და იმის შიშით რომ პოლიტიკა ხიხიაა და ვიღაცა პოლიტიკას ტერმინს სათავისოდ გაწელავს გაფუჭებული გარმონივით, მწვავე თემების წამოჭრის უნდა გვეშინოდეს? კამათის? ხმის ამოღების? ქვეყნის გადარჩენაზე წუხილის? კლანი უნდა წავიდეს ძახილის? მიტინგებზე სიარულის? გაბრაზების? უფლებების დაცვის? პროტესტის?


პოლიტიკა ხიხია და უთავბოლო გარმონია ხომ საბჭოთა გადმონაშთია, საბჭოთა ოთხკუთხედი აზროვნების დანატოვარია, სადაც ყველაფერი პოლიტიკური არასასურველი და პრობლემური იყო, პოლიტიკა იწვევდა იმპერიალიზმის, კორუფციის, ჭაობის, დამყაყებული მმართველობის სტილის და სტაგნაციისათვის ნიღბის ჩამოხსნას. პოლიტიკოსები მიყავდათ ციმბირში და ერთადერთი ფორმა გადარჩენის იყო საბჭოთა აპარატჩიკებთან თანაცხოვრება და მაგათი დღის წესრიგისათვის ფეხის აწყობა.


ერთერთ ამერიკელ მოაზროვნეებს კარგად აქვთ ნათქვამი ყველაფერი პირადი პოლიტიკურია. - The personal is political. 60-70 იანი წლების ეს ლოზუნგი ნიშნავდა რომ ყველა, თუნდაც პირადი უფლებებისთვის ბრძოლა იმთავითვე პოლიტიკურია. პოლიტიკაა ბრძოლა ღირსეული შრომისთვის, შრომის გადანაწილებისთვის, პირადი ცხოვრების უფლებებისათვის და აშ. ამიტომ სასაცილოა ითხოვდე დიდ, სისტემურ ცვლილებებს, რეფორმებს, კლანის წასვლას, ითხოვდე გენდერულ თანასწორობას, ღირსეულ სამუშაო საათებს, კარგ მმართველობას, ეხებოდე ძალაუფლების საკითხებს და ამბობდე რომ ეს არ არის პოლიტიკა. ეს ისეთი მსჯელობაა რომელიც პირველკურსელ პოლიტ მეცნიერების სტუდენტსაც კი გააღიმებს. პირიქით, თუ გვინდა გრომიკო-ხრუშჩოვის საბჭოთა მენტალობიდან გამოსვლა, ამ სიტყვის გამოყენებას უნდა შევეჩვიოთ და უნდა ჩავიცინოთ, როდესაც ვიღაცა, მაგალითად ირაკლი კობახიძის ნაირი საბჭოთა პარტმუშაკი ეცდება პოლიტიკის გაწელვ-გამოწელვით დაგაშანტაჟოთ და უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლაზე ხელი აგაღებინოთ.



უკეთეს შემთხვევაში, თუ ამ პირს აზროვნების ნატამალი მოეთხოვება, ჰკითხეთ: ზუსტად რას ნიშნავს მისთვის სიტყვა პოლიტიკა? ქუჩაში ასფალტის დაგების მოთხოვნაც პოლიტიკაა, ვინაიდან ინფრასტრუქტურული საქმიანობის პოლიტიკის შეცვლას ითხოვს და სკოლაში შვილის ჩაწერის მოთხოვნაც, ვინაიდან საშუალო განათლების პოლიტიკას ეხება. მაშინ, მეგობრებო, იმის შიშით რომ პოლიტიკის კეთება დაგვბრალდება საერთოდ არაფერი უნდა ვაკეთოთ, ვისხდეთ სახლში და გვეშინოდეს ვინმე აპარატჩიკმა არ გაგვკიცხოს და შევეგუოთ იმ ყოფას, რომელიც არ გვინდა.


მეორე, პროფესიული გაგება, რომელსაც საკანონმდებლო მოწესრიგება ეხება ეს პოლიტიკის, როგორც პროფესიულ საქმიაობას ეხება. მას შესაბამისი კანონები აწესრიგებენ- განსაზღვრავენ როდის და როგორ შედიხარ პოლიტიკაში, როგორც პროფესიაში. სასაცილო და პრიმიტიულია მსჯელობა რომ პოლიტიკური განცხადებებით ან ვინმესთან ფოტოს გადაღებით იწყება ეს.


ეს რომ მართალი იყოს Lady Gaga, პოლიტიკოსია და Madonnaც- განცხადებებსაც აკეთებენ საზოგადოებრივს და ბევრ პოლიტიკოსთანაც იღებენ სურათებს.

პოლიტიკოსობა როგორც პროფესიული საქმიანობა იწყება არჩევნებში მონაწილეობით და შესაბამისი აქტებით იწყება. მხოლოდ ამ ვერსიას იცნობს საარჩევნო კოდექსი და პარტიების შესახებ კანონი. სხვა გაგება მხოლოდ აპარატჩიკების ფანტაზიის ნაყოფია. ეს უკვე პოლიტიკის კეთების პროფესიული არჩევანია და სწორედ ამიტომ ჰქვია ამას პოლიტიკური საქმიანობა. სწორედ ეს ჩანაწერია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებს ეხება და სხვა ყველა მცდელობა უკანონოა; სხვანაირი მცდელობა ირაკლი კობახიძის აქტს გავს- მცდელობას სიტყვა პოლიტიკა პაჭიკოს გარმონივით გაწელონ, მოგარგონ როგორმე იმისთვის რომ გაგაჩუმონ. ამის გამკეთებელი ხან ირაკლი კობახიძე იქნება (2017 წელი ივლისი) ხან მიქაუტაძე (2018 წელი 6 თებერვალი), ხან მეთოფიშვილი ან ვინმე სხვა ვისაც ეს სჭირდება.


ამიტომ, როდესაც საბჭოურ- ამხანაგური სტილით შემდეგჯერ ბრალს დაგდებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევით, ვიკითხოთ: კონკრეტულად პოლიტიკის რა გაგებით? რა ცნებით? რა განმარტებით? ფართო გაგებით, რომელიც ყოველდღიურ- ფილოსოფიურია და რომლის საკანონმდებლო განმარტება არ არსებობს, ეს ყველას მოვალეობაცაა; თუ საკანონმდებლო გაგებით რომელიც პოლიტიკას როგორც პროფესიულ-პარტიულ საქმიანობას ეხება და ბევრად პატარა წრეს?
ეს უკუკავშირი უბრალოდ რაიმე სავარჯიშო კი არაა. ესაა ყოველდღიური ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის, იმისთვის რომ ჩვენ თვითონ დავსვათ საჭირო კითხვები და მოვიპოვით პასუხები და ვინმე არქიფომ საბჭოური ცენზურით და დაკომპლექსებით კუთხეში არ დაგვსვას მისი სამყაროს წესების უაპელაციოდ მისაღებად.


ანა დოლიძის პერსონალური ბლოგი 


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up