ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციას გამართავს - „პოლიტიკა ხალხისთვის“ და „ჩემი უბანი - ჩემი ქვეყანაა“

ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციას გამართავს - „პოლიტიკა ხალხისთვის“ და „ჩემი უბანი - ჩემი ქვეყანაა“

access_time2020-10-09 18:21:53

10 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.


შეხვედრაზე ანა დოლიძე წარადგენს საარჩევნო კამპანიის ანგარიშს და ორ ხედვას - ეროვნული - „პოლიტიკა ხალხისთვის“ და დიდუბე-ჩუღურეთი 2024 - „ჩემი უბანი -ჩემი ქვეყანაა“.
„პოლიტიკა ხალხისთვის“ პროგრამაში საუბარია ეროვნული დონის პრობლემებზე - რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის მთავარი გამოწვევის - ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად: ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური ნახტომი, ბრძოლა მონოპოლიებთან, მურუსიძის სასამართლოს ქვეყნიდან, უნდა გავხდეთ ილია ჭავჭავაძის სასამართლოს ქვეყანა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა - წყალი ყველა ოჯახს და კოოპერატივების განვითარება, ქვეყანა უნდა გახდეს ცოდნის წარმოების ეპიცენტრი ევრაზიის მასშტაბით, ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, უსაფრთხო გზების პოლიტიკა, დაბინძურებული ჰაერის პრობლემა, მოდერნიზებული სახელმწიფო სტრუქტურები; მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროგრამა "მხარი მხარს" - დავუნიშნავთ სტიპენდიას მარტოხელა მშობლებს, დავარეგულირებთ აზარტულ თამაშებს, ღირსეული სიბერე პენსიონერებს და ა.შ..


რაც შეეხება მეორე ხედვას -„ ჩემი უბანი - ჩემი ქვეყანაა“ ანა დოლიძე წარმოადგენს დიდუბე-ჩუღურეთის ეკონომიკურ-კულტურული ეპიცენტრად გადაქცევის შესაძლებლობის 10 ნაბიჯს.


პარკი ყველა უბანს/7 პარკის ინიციატივა: არსენალის პარკი, პრეზიდენტის სასახლის პარკი, ოქროსუბნის პარკი, ივერთუბნის პარკი, კუკიის პარკი, სვანეთისუბნის პარკი, დიღმის ტყე-პარკი; 21-ე საუკუნე ოკრიბაში; ბაზრობების მოწესრიგება - ელიავას, სადგურის და სხვ.; ახალგაზრდული ცენტრები ყველა უბანში - მაგ. ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო; საქალაქო სასამართლო მარცხენა სანაპიროზე; „სახელოვნებო კვარტალი“ - ყოფილი კოკა-კოლა და მიმდებარე ტერიტორია; ჩუღურეთი - „უბანი - ღია მუზეუმი“ - ობსერვატორიის რეაბილიტაცია, ძველი თბილისის და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება; ლიფტები 21-ე საუკუნეში - სამი ნაბიჯი; მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის სახელმწიფო მხარდაჭერა; რკინიგზის გადატანა/მწვანე ლიანდაგის პროექტი. პრეზენტაცია გაიმარეთება ილიას ბაღში - აღმაშენებელის გამზირი N 73




თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up