ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა

access_time2018-10-22 17:30:20


საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემა და პროკურატურა. მიუხედავად წლების მანძილზე გატარებული რეფორმებისა თუ საკადრო ცვლილებებისა,  ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემები ყველა ხელისუფლებისთვის ქვაკუთხედად რჩება. ამ ფონზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების ახალი ინიციატივები გააჟღერა.


სამი იდეის ზუსტ კოპირებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ბოლომდე არ ეთანხმება, თუმცა ნაწილობრივ იზიარებს. სანამ დოლიძის შეფასებებს გაგაცნობთ, მანამდე   სააკაშვილის სამ ინიციატივას შეგახსენებთ:

 

  • გენერალური პოროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურა ყოველთვის უნდა დაასახელონ არასამთავრობო ორგანზიაციებმა;


  • გენერალური აუდიტორი უნდა იყოს ყოველთვის ოპოზიციის წარმომადგენელი;


  • მინიმუმ 10 უცხოელი (ამერიკელი ან ინგლისელი) მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში და ის იყოს უმაღლესი ისტანცია,  რომელზეც ვერ მოახდენენ მანიპულირებას და პოლიტიკურ ზეწოლას.

 

(ჩამოთვლილი ინიციტივები, ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა)

 

ანა დოლიძე არ ეთანხმება უცხოელი მოსამართეების ჩამოყვანის იდეას, რადგან ეს უბრალოდ რესურსების ხარჯვად მიაჩნია და მეტი არაფერი. მისი განმარტებით, დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი არა არაკვალიფიციური კადრი, არამედ ხელისუფლების დამოკიდებულებაა. არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სიტუაცია არსებითად შეიცვალოს.

 


„ხელისუფლებას დადებითისკენ რაიმის შეცვლა  რომ უნდოდეს, შეძლებდა. ჩატარდებოდა რეალური რეფორმა და არც ჩვენი კლანი (ვგულისხმობს იუსტიციის საბჭოს) არ დანიშნავდა მხოლოდ იმ მოსამართლეებს, ვინც აწყობს. კვალიფიკაციის პრობლემაც კი ხელოვნურად არის შექმნილი, რადგან ქვეყანაში უამრავი პროფესიონალი იურისტი გვყავს, რომელიც სისტემაში  ფიზიკურად ვერ აღწევს. იუსტიციის საბჭო წყვეტს ყველაფერს  და ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ რაიმე შეიცვალოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უცხოელი მოსამართლეები, რომლებიც ქვეყანაში არც დარჩებიან და არც განაგრძობენ მუმდივად მოღვაწეობას, იქნებოდა რესურსების უაზროს ხარჯვა“, - განმარტავს დოლიძე.


რაც შეეხება გენერალური პროკურორის დანიშნვის საკითხის, ამ შემთხვევაში დოლიძე ნაწილობრივ ეთანხმება სააკაშვილს. უფრო ზუსტად, მიაჩნია, რომ პროკურორი უნდა აირჩიოს არამხოლოდ არასამათავრობო ორგანიზაციებმა, არამედ მათ გარდა პროცესებში ჩართულნი უნდა იყვნენ ნოტარიუსები, ადვოკატები, პროფესორები და ა.შ. დღევანდელი მოდელი კი ნამდვილად შესაცვლელია.

 

„მხოლოდ არსამთავრობემა რომ წარადგინონ გენერალური პროკურორი, არ იქნებოდა სწორი. საქართველოში რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი მსგავსი ორიგანიზაცია და აქედან მხოლოდ 5-6-ია მეტნაკლებად პოპულარული. შესაბამისად მხოლოდ ამ 5 არასამათავრობოს გადაწყვეტილება არ მგონია მიზანშეწონილი იყოს. მათთან ერთად პროცესებში ჩართულნი უნდა იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებიც (პროფესორები, ადვოკატები...) და შემუშავდეს ერთიანი შეჯიბრობითობის მოდელი. ფაქტია, დღევანდელი მოდელი არის გაუმართავი, რადგან  საბჭო არის სრულად დაკეტილი ინსტიტუტი და არავინ იცის რას აკეთებს რეალურად; როგორ მუშაობს. პლუს , იუსტიციის საბჭოდან ვინც არიან წარდგენილები - ორი მოსამართლე,  ყველანაირ სტაგნაციას უწყობენ ხელს ანუ ამ საბჭოში რეფორმატორულად განწყობილნი ნამდვილად არ არიან და ჩვენც  წრეზე ვტრიალებთ. მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანმა არ აღირა წინა პროკურორის შეცდომები, ისევ მან მიიღო უკვე ახალი პროკურორის არჩევაში  მონაწილეობა. მოკლედ, მოდელი ნამდვილად შესაცლელია“,- აღნიშნავს დოლიძე.


რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მესამე ინიციატივას (გენერალური აუდიტორი ყოველთვის ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს), ამასთან დაკავშირებით ანა დოლიძეს კომენტარის გაკეთება გაუჭირდა.


„დიახ, გამიჭირდება რაიმე კომენატრი, რადგან ამაზე არასდროს მიფიქრია. შესაბამისად არ ვიცი, რამდენად სწორი ან არასწორი იქნებოდა“,- განმრტა ანა დოლიძემ.


სალომე ლემონჯავა



თეგები:
ანა დოლიძე



გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)
access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...


მსგავსი სიახლეები

up