ანა დოლიძე - როდესაც ერთ დღეში ქვეყნიდან გაქცევის სურვილი 40 ათას ადამიანს უჩნდება, ეს არის ხელისუფლების განაჩენი

ანა დოლიძე - როდესაც ერთ დღეში ქვეყნიდან გაქცევის სურვილი 40 ათას ადამიანს უჩნდება, ეს არის ხელისუფლების განაჩენი

access_time2021-02-16 15:58:00

„როდესაც ერთ დღეში ქვეყნიდან გაქცევის სურვილი თითქმის 40 ათას ადამიანს უჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უპატრონოდაა დარჩენილი,  მას მთავრობა არ ჰყავს. ეს არის ხელისუფლების განაჩენი,“ - ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ის ფაქტი, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით ერთ დღეში თითქმის 40 ათასი საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა.

„პირველივე დღეს გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელად 40 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა. ეს არის ამ ხელისუფლების განაჩენი. იმის მაგივრად, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დაკავებული იყოს საკუთარი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, კოვიდპანდემიის პირობებში ყოველდღიურად ვხედავთ უგუნური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, როგორ ესხმის თავს ჩვენი ხელისუფლება მშრომელ ხალხს. ჩაკეტილი ქვეყანა, ათი ათასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანი, დახურული ბიზნესები, ათასობით სტატუსშეჩერებული სტუდენტი, ბანკების პროცენტებით გაგუდული პენსიონერები - ეს ის ადამიანები არიან, ვისაც გაქცევა უნდათ სამშობლოდან, რომ ლუკმა-პური იშოვონ. ხელისუფლება კი ამ ფაქტს არც იმჩნევს. რისთვის ვქირაობთ ამ ხალხს და რისთვის ვუხდით ჩვენი ბიუჯეტიდან ფულს, იმისთვის რომ ისევ მხოლოდ თვითონ და მათთან დაახლოებული პირები გამდიდრდნენ. თუკი სხვა ქვეყნები ახერხებენ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები არა მარტო თავისი მოსახლეობისთვის, არამედ დაიქირაონ მუშახელი საქართველოდან, რას გვიკეთებს მთავრობა - ფაქტობრივად,  არაფერს, არც კოვიდპანდემიამდე ჰქონიათ ეკონომიკური პოლიტიკა, არც დღეს აქვთ და, აფქტია, არც მომავლისთვის ფიქრობენ ამ მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნა უპატრონოდაა დარჩენილი და მას ხელისუფლება არ ჰყავს,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

 



თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up