ანა დოლიძე: რა კავშირია გიორგი გახარიას დღევანდელ გადაწყვეტილებასა და 2001 წელს ზურაბ ჟვანიას გადადგომას შორის - ოთხი პუნქტი

ანა დოლიძე: რა კავშირია გიორგი გახარიას დღევანდელ გადაწყვეტილებასა და 2001 წელს ზურაბ ჟვანიას გადადგომას შორის - ოთხი პუნქტი

access_time2021-02-18 12:26:46

რა კავშირია გიორგი გახარიას დღევანდელ გადაწყვეტილებასა და 2001 წელს ზურაბ ჟვანიას გადადგომას შორის - მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შეფასებას ოთხ პუნქტად აყალიბებს:

 

1. გახარიას გადადგომა დღეს არის დროული და სწორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხდება, არის აბსოლუტური უგუნურება და სახელმწიფოსთვის საზიანო.

2. გახარია თავიდანვე იყო ნომინალური, მაღალრეიტინგული კაპიტალი, რომლის გამოყენება არ ხდებოდა და, შესაბამისად, შეიძლება მან გადაწყვიტა დროზე დაეხსნა თავი პასუხისმგებლობისგან, რომელიც მისი არ იქნებოდა - იგულისხმება მელიას დაჭერა.

 3. ეს მაგონებს 2001 წელს ზურაბ ჟვანიას გადადგომას, ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციის მცდელობას

 4. ვნახავთ მომავალში, ხომ არ არის ეს "ქართული ოცნების" შიგნიდან წამოსული მცდელობა, ცალკე შექმნან პოლიტიკური ოპოზიციური გუნდი.


„ეს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში სწორი და დროულია, იმ მთავარი მიზნისთვის, რაც ახლა უნდა გვქონდეს ყველას - ესაა ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაცია - პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა. თუ გავითვალისწინებთ აშშ-ს საელჩოს დღევანდელ განცხადებას, გახარია ასევე დაიმსახურებს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორების მხარდაჭერასა და მოწონებას.

ამასთან, ეს განცხადება ძალიან მაგონებს, 2001 წელს, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომას. იმ წელს იყო ძალიან სერიოზული კრიზისი, გამოსვლები ქუჩაში, ხალხი ითხოვდა მაშინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის გადადგომას. ამ კრიზისის განსამუხტად გადადგა თანამდებობიდან ზურაბ ჟვანია, რომელსაც პირდაპირ ეს საკითხი არ ეხებოდა. ამით მან საზოგადოების ყურადღება გადაიტანა თავის თავზე, კრიზისი განმუხტა და რამდენიმე თვით და წლით გადაწია ვარდების რევოლუცია. სამწუხაროდ, ჟვანიას გადადგომის სიგნალი  მაშინდელმა ხელისუფლებამ და პირადად ედუარდ შევარდნაძემ ვერ გაიგო და ვერც ვერაფერი შეცვალა,“- აღნიშნავს ანა დოლიძე სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ასევე საუბრობს იმ მიზეზებზე, რაც შესაძლოა ედოს საფუძვლად გიორგი გახარიას გადადგომას.

„ჩემი აზრით, აქ არის ორი შესაძლებლობა. 1. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გახარია იყო ნომინალური პრემიერი, მაღალრეიტინგული კაპიტალის მქონე პოლიტიკოსი, რომელსაც არ ჰქონდა ძალაუფლება. მას არ ჰქონდა საშუალება დაენიშნა ან მოეხსნა თუნდაც ერთი მინისტრი. წარმოიდგინეთ, ძალიან ძვირფასი კაპიტალი, რომელიც არსებობს და ვერ იყენებ, (თუ გადავიტანთ ქონებრივ ლექსიკონში მაგ. პრეზიდენტის სასახლე) შესაბამისად, ახლა რა მოხდებოდა - მელიას დაჭერის უგუნურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც მთელი პასუხისმგებლობა იქნებოდა პრემიერისკენ მიმართული. რომ არ გადამდგარიყო გახარია მას მოუწევდა ამ თემაზე თავის მართლება და მთავარი სახე  იქნებოდა მაშინ, როდესაც, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მისი მიღებული არც კი ყოფილიყო. ანუ გახარია მიხვდა, რომ მორიგი ტალღის მთელი პასუხისმგებლობა მიდიოდა მისკენ. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება,  სიტუაციის დეესკალაციისთვის.  2. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ შესაძლოა პრემიერის დღევანდელი გადადგომა იყოს განხორციელება სცენარისა -  „ქართული ოცნების“ გუნდიდან ვინც დამოუკიდებლად რეიტინგული იყო, თავადვე გამოეყოფა მმართველ გუნდს და შემდეგი არჩევნებისთვის გააკეთებს ოპოზიციურ გუნდს. სწორედ ასე მოხდა სმკ-ს დროს, როდესაც ცალკე გავიდნენ სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის შერჩეულები იყვნენ. მეორე გზა, რომელიც გახარიამ აირჩია, შესაძლოა სწორედ ეს გზაა, რაც უახლოეს მომავალში გამოჩნდება,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

 


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up