ანა დოლიძე: ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს თუ მას არ მოჰყვება ვაქცინაცია

ანა დოლიძე: ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს თუ მას არ მოჰყვება ვაქცინაცია

access_time2021-02-24 17:40:00

„კარგია ქვეყნის გახსნა, თუმცა დაგვიანებული. დღეს გადადგმული ნაბიჯები არის პოლიტიკური აქტი პრემიერის მხრიდან, რათა განიმტკიცოს რეპუტაცია. ამ ფონზე უგუნურია კომენდანტის საათის ძალაში დატოვება და, მთავარი, ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს, თუ მას დროულად არ მოჰყვება ვაქცინაცია,“ - ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარკვეული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში დავიწყე კამპანია „ქვეყანა უნდა გაიხსნას“, რომელსაც მოჰყვა სერიოზული გამოხმაურება, პროტესტი და სხვადასხვა ღონისძიებები. თუმცა მთავრობამ ახლა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა 1 მარტიდან გაიხსნას. დამეთანხმებით, ეს გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ დაგვიანებული. არაერთხელ ვთქვით, აქამდეც შეიძლებოდა ყველაფრის ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრული რეგულაციებით გახსნა - საბავშვო ბაღების, მთის კურორტების, უნივერსიტეტების, ტურიზმის სექტორის და ა.შ.. ახლა, ფაქტობრივად, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ქვეყანა დაიქოქოს. მაგრამ კომენდანტის საათის ძალაში დატოვება ლოგიკას არ ექვემდებარება. ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. კომენდანტის საათი ხელისუფლებას ამყოფებს პოლიტიკურ კომფორტში და რამდენადაც შეეძლება, ამ კომფორტს გაიხანგრძლივებს. და ბოლის, უმნიშვნელოვანესი საკითხი - ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვაქცინის შემოტანაზე. ქვეყანა იმიტომ ხომ არ გახსნეს, რომ ცოტა ხანში გამოგვიცხადონ, ვირუსი გავრცელდა და ისევ შემოიღონ შეზღუდვები? ასე არ გამოვა. ხელისუფლებამ ვაქცინა სასწრაფოდ უნდა შემოიტანოს, ამასთან უნდა დადოს რეალური და სამართლიანი გეგმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. დასავლეთში უკვე არსებობს მთელი სისტემები ვაქცინაციის, პასპორტები და ა.შ. არსებობს ჯგუფები, რომლებიც იმოგზაურებენ, იმუშავებენ იმის მიხედვით, ვაქცინა გაკეთებული აქვთ თუ არა. ამ პირობებში ჩვენ ვართ მესამე მსოფლიოს შემადგენლობაში, რადგან ვაქცინაციას ვაგვიანებთ. ქვეყანა უნდა გაიხსნას და ვაქცინაცია უნდა დაიწყოს - ვფიქრობ, ეს უნდა იყოს დღესდღეობით ჩვენი მთავარი მოთხოვნა,“ - აცხადებს ანა დოლიძე.





თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up