ანა დოლიძე: „ქართული ოცნების“ ფულის ფლანგვის მორიგი სქემა -„კონკურენციის სააგენტოს“   დაფინანსება 965 000 ლარით ეზრდება

ანა დოლიძე: „ქართული ოცნების“ ფულის ფლანგვის მორიგი სქემა -„კონკურენციის სააგენტოს“ დაფინანსება 965 000 ლარით ეზრდება

access_time2020-07-06 15:09:30

„ქართული ოცნების“ ფულის ფლანგვის მორიგი სქემა - კონკურენციის სააგენტოს“, რომელიც წლებია არაფერს აკეთებს, არ არკვევს რატომ იზრდება ქვეყანაში პურის ფასი, რატომ არის ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია, დაფინანსება დამატებით 965 000 ლარით ეზრდება,“ - განაცხადა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.


როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ „კონკურენციის სააგენტოს“ თავმჯდომარის ნაცვლად 5-კაციანი საბჭო უხელმძღვანელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 965 000 ლარი გამოიყოფა.



ამასთან, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანხის უმეტესი ნაწილი შრომის ანაზღაურებაზე მოდის. კერძოდ, თანამდებობრივი სარგოსთვის უნდა გამოიყოს 420 000 ლარი (აქედან საბჭოს 5 წევრის ხელფასი - 350 000 ლარი; საბჭოს წევრების მძღოლების ხელფასი - 35 000 ლარი); . საქონლისა და მომსახურებისთვის - 445 000 ლარი (აქედან ავტომობილები - 300 000 ლარი; ინვენტარი - 60 000 ლარი; საწვავის ხარჯი - 45 000 ლარი; მივლინება - 40 000 ლარი). სხვა ხარჯებისთვის - 30 000 ლარი. იჯარა (საჭირო გახდება დამატებითი ფართის გამოყოფა საბჭოს წევრებისთვის) – 70 000 ლარი.



„ჩვენს წინაშეა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის საპენსიო, საკურორტო თანამდებობების შექმნის მცდელობა. ჩვენი ჯიბიდან საბჭოს წევრების ხელფასებში უნდა გადავიხადოთ 420 000 ლარი, ანუ თითოეულს დაახლოებით 5-6 ათასი, დანარჩენი თანხა კი მათ კეთილდღეობას მოხმარდება - მძღოლებს, ავტომობილებს და ა.შ. სავარაუდოდ, ამ ხუთ ადგილზე შემოდგომაზე უნდა დაინიშნონ საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილი წევრები, რომლებისთვისაც ეს თანამდებობები იქნება საკურორტო ზონა. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური პრობლემები, როდესაც გაკოტრების პირას არის უამრავი მცირე ბიზნესი, მაგალითად, კერძო საბავშვო ბაღები, როდესაც ადამიანები იხვეწებიან 200- ლარიან დახმარებას, სახელმწიფო აპირებს ისევ საშუალო და მცირე ბიზნესის ხარჯებით დააფინანსოს საკუთარი წევრები. ქართული ოცნებას არ აინტერესებს მოქალაქეების გასაჭირი, ხალხის ბრძოლა გადარჩენისთვის, აინტერესებს მხოლოდ საკუთარი თანამებრძოლების და საკუთარი წევრებისთვის სასათბურე პირობების შექმნა,“ - აცხადებს ანა დოლიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up