ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას დღეს ახალი „ნაღმი აუფეთქდა, რომელსაც ჰქვია „თიბისი ბანკი“ და მამუკა ხაზარაძე

ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას დღეს ახალი „ნაღმი აუფეთქდა, რომელსაც ჰქვია „თიბისი ბანკი“ და მამუკა ხაზარაძე

access_time2019-03-04 18:30:56

მამუკა ხაზარაძის დღევანდელი გამოსვლა უნდა იყოს ბოლო შემაფხიზლებელი შემოლაწუნება „ქართული ოცნებისთვის, თუ არ გვინდა ისევ რევოლუციურ სცენარზე წავიდეთ, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე „თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლას.


ანა დოლიძის განცხადებით, ქვეყნის უმთავრესი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამისი ორგანოები ხალხის კითხვებს არ პასუხობს. მისი თქმით, ასეთ დროს კითხვებს თავად ხალხი უპასუხებს.


„როგორც ჩანს, დღეს „ქართულ ოცნებას ახალი „ნაღმი აუფეთქდა. ამ შემთხვევაში ამ ნაღმს ჰქვია „თიბისი ბანკი და მამუკა ხაზარაძე. მთავარი, სისტემური პრობლემა აქ იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოში აღარ რჩება ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ნდობა, რომ ხალხის კითხვებს პასუხს გასცემს. ამ კითხვებს პასუხს ვერ სცემს პროკურატურა, კითხვებს პასუხს ვერ სცემს სასამართლო და დღეს უკვე ჩანს, რომ კითხვები არსებობს ეროვნული ბანკის პოლიტიზირებულობასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, პოლიტიკური მეცნიერების სახელმძღვანელოში წერია, ასეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანები ხელისუფლების მისამართით კითხვებს სვამენ და აღარ არის დარჩენილი ინსტიტუტი, რომელიც ლეგიტიმურად უპასუხებს ამ კითხვებს, კითხვებს უპასუხებს თავად ხალხი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.



რაც შეეხება „თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას, ანა დოლიძის განცხადებით, კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას და კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.


„სიმართლე გითხრათ, კომისიის შექმნის საჭიროება ცალსახაა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მართალ პასუხს ვერ მივიღებთ ვერც სასამართლოსგან, ვერც პროკურატურისგან და ახლა მივხვდით, რომ ვერც ეროვნული ბანკისგან. ეს მსჯელობა უნდა წარიმართოს საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ხალხის მიმართვები პარლამენტის მიმართ ამასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი რჩება ხოლმე. არ მგონია, ირაკლი კობახიძეს და მის ამფსონ ანრი ოხანაშვილს და სხვა რომელიმე ნაცრისფერ პერსონაჟს ჰქონდეს საშუალება, რომ დასხდნენ ხალხის პირისპირ და დაგროვებულ კითხვებს გასცენ პასუხი. ნელ-ნელა მივდივართ პოლიტიკურ ჩიხში, რომელსაც საკმაოდ მტკივნეული დასასრული ექნება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.








„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს

„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს
access_time2019-11-12 16:00:01
„დამოუკიდებელი დილერების სიცოცხლისუნარიანობა დაღმავალ ტრენდს აჩვენებს“-ამის შესახებ „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.მისი განმარტებით, ამის გათვალისწინებით, „სპარი“ უბნის მაღაზიის ტიპის ბიზნესებს თავის პირობებს სთავაზობს, რაც ფრანჩიზაში გამოიხატება. „ვყიდით ერთგვარად ბრენდს, მათ შეუძლიათ „სპარის“ ბრენდით ისარგებლონ“, – აცხადებს მანჯგალაძე. მისივე განცხადებით, 2020 წლიდან იგეგმება...

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“
access_time2019-11-12 15:00:28
ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel და Villa Provance) მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. ლალი მოროშკინა წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე და სიღნაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „კომერსანტს“ ესაუბრა. „რუსეთის მიერ ფრენების შეწყვეტამ და ტურისტული სეზონის დასრულებამ, ძალიან იმოქმედა ჩემს სასტუმროზე და ზოგადად, სიღნაღში არსებულ სასტუმროებზე. რა თქმა უნდა მთავარი პრობლემა არა...

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ
access_time2019-11-12 12:45:38
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესი, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, მათ შორის: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვა; სტაჟირების დაქვემდებარება შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი;...

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
access_time2019-11-12 17:00:50
თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწყობად დედაქალაქის მთავრობა მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას ტრანსპორტის გენერალური გეგმის მიხედვით გაზაფხულიდან დაიწყებს. მერიას გენერალური გეგმისთვის კვლევა უკვე დაკვეთილი...

მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება

მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება
access_time2019-11-12 13:00:35
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობის საფასური არ შეიცვლება.როგორც მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური პროექტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს. “ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა, რომ...


მსგავსი სიახლეები

up