ანა დოლიძე: აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ანტიდასავლურია - პოლიტიკურ სპექტრს ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი

ანა დოლიძე: აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ანტიდასავლურია - პოლიტიკურ სპექტრს ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი

access_time2021-04-19 13:39:19

„პოლიტიკოსებმა ჩაგვაყენეს ვითარებაში, რომლის თანახმადაც უნდა ვეხვეწოთ მათ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების   დოკუმენტს, განმუხტონ კრიზისი და შევიდნენ პარლამენტში.  ძალიან სამწუხარო და გასაბრაზებელია, რომ ხალხი, რომელიც პოლიტიკური პოზიციების და დღის წესრიგის დამკვეთი უნდა იყოს, მძევლად ყავს აყვანილი პოლიტიკურ სპექტრს,“ - ასე გამოეხმაურა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის მიერ ქართულ პოლიტიკური სპექტრის მიმართ საქართველოში შექმნილი ვითარების დარეგულირების მიზნით დამატებით წინადადებების შეთავაზებას.

 

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს შუამავლობისთვის. ჩვენს ისტორიას პოლიტიკურ პროცესებში ევროკავშირის ასეთი სერიოზული და ღრმა ჩართულობა არ ახსოვს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი ძალიან დაინტერესებულია თუ რა მოხდება საქართველოში და გვაქვს პერსპექტივა,  რომ ევროკავშირის სამეზობლოდან უფრო სერიოზულ ურთიერთობებზე გადავიდეთ. ამ ფონზე ჩვენმა პოლიტიკოსებმა ჩაგვაყენეს ვითარებაში, რომლის თანახმადაც უნდა ვეხვეწოთ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების   დოკუმენტს, განმუხტონ კრიზისი და შევიდნენ პარლამენტში. სოცქსელებში და მედიაში ჩანს კარგად კრიზისისგან დაღლილი მოსახლეობის მიმართვა, რომ მოაწერონ პოლიტიკოსებმა ხელი დოკუმენტს. ძალიან სამწუხარო და გასაბრაზებელია, რომ ხალხი, რომელიც პოლიტიკური პოზიციების და დღის წესრიგის დამკვეთი უნდა იყოს, მძევლად ჰყავს აყვანილი პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენ კი არ უნდა ვეხვეწოთ, ჩვენ ვართ დამკვეთები და უნდა ვთქვათ, რომ დავსჯით მათ თუკი არ მოაწერენ ხელს დოკუმენტს. პოლიტიკური სპექტრი სარგებლობს ამ კრიზისით, გატაცებული აქვთ მედიაც და საუბარია მხოლოდ ამ თემაზე, იმის ნაცვლად, რომ ისაუბრონ ხალხის პრობლემებზე და წინ წაიყვანონ ქვეყანა. განადგურებულია ჩვენი ეკონომიკა, სარესტორნო, მცირე და საშუალო ბიზნესი. ქვეყანა კორუფციის ჭაობშია, ადამიანები კაპიკებს ითვლიან. ამ პირობებში გაკოტრებული 3%-იანი პოლიტიკოსები გამოდიან და მეექვსე თვეა რაუნდებზე საუბრობენ. ქვეყანას რომ სჭირდებოდა თამარ მეფე ყუთლუ-არსლანსაც კი მოელაპარაკა, ესენი კიდევ ფეხებს აბაკუნებენ იმის ხარჯზე რომ ჩვენი დღის წესრიგი არ ხორციელდება. როგორც ჩანს, აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ანტიდასავლურია,“ - აცხადებს ანა დოლიძე.



„ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ხელს აძლევს დღევანდელი კრიზისი, რომ ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი გააკეთოს და ამაში სწორედ ოპოზიცია ეხმარება.  

 

„ ქართულ ოცნებას“ ჯერაც არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებაზე, ვინაიდან აწყობს ეს კრიზისი, რომელიც, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით ნაკლები დრო დაგვრჩება რეალურ პრობლემებზე სასაუბროდ. მოსახლეობის 60%-ს მოსწყინდა საუბარი ბოიკოტზე, სახალხო დაკვეთაა, რომ დავუბრუნდეთ პრობლემებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვეთები. ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ პოლიტიკოსებს, თუკი არ ილაპარაკებენ საქმეზე, დაისჯებიან იმ ხმებით, რომელსაც არ მიიღებენ არჩევნებში. ჩვენ „ხალხისთვის“ ვრჩებით ამ პრობლემების სადარაჯოზე. შარლ მიშელის ეს დოკუმენტი არის ძალიან კარგი, ესაა კომპრომისული დოკუმენტი. ახლა კი პოლიტიკურმა პარტიებმა, პირველ რიგში ხელისუფლებამ, უდნა მიიღონ გადაწყვეტილება - ან წაიყვანენ ქვეყანას წინ, ან ჩვენ ისევ მოვიხარშებით საკუთარ წვენში, რაც პოლიტიკურ ფასად უნდა დაუჯდეს იმ ელიტას, რომელიც ტელევიზორიდან გველაპარაკება,“ - ასეთია ანა დოლიძის პოზიცია.


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up