ანა დოლიძე: „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში“ კორუფციის რისკები შეინიშნება

ანა დოლიძე: „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში“ კორუფციის რისკები შეინიშნება

access_time2020-06-06 18:35:12



„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ საგანგებო ბრიფინგზე „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში“ არსებულ საეჭვო სქემებთან დაკავშირებით ისაუბრა.



„მოგეხსენებათ, პანდემიის დასაწყისში შეიქმნა სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის პრობლემა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მქონდა საკანონმდებლო წინადადება, თუმცა ხელისუფლებამ სულ სხვა სისტემა აირჩია, მიზეზი დღეს უკვე გაშიფრულია.



დავიწყოთ იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულმა პროგრამამ არ იმუშავა, რადგან ფაქტია, რომ თითქმის ყველა პროდუქტზე ფასები საგრძნობლად გაზრდილია. გარდა ამისა, აშკარაა ისიც, რომ მმართველმა პარტიამ ეს პროგრამა შექმნა კონკრეტული კორუფციული სქემისთვის, რათა თავად „ქართულ ოცნებას“და მასთან დაახლოებულ ბიზნესს ესარგებლა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.


"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერმა ბრიფინგზე ის კომპანიები დაასახელა, რომლებმაც ისარგებლეს პროდუქტის სუბსიდირებით და რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი „ქართულ ოცნებასთან“.



კერძოდ, როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების ფასების შესანარჩუნებელ ბენეფიციარებში მონაწილეობდა 9 კომპანია. აქედან 2 კომპანიის მესაკუთრე არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი, მათ ჯამში მმართველ პარტიას 225 ათასი ლარი შეწირეს. ესენია შპს „სერვის აგროს“ ერთ-ერთი მესაკუთრე დავით ინაური, ხოლო შპს ჯეოსტარის, მფლობელია არჩილ მაზიაშვილი.
ორ კომპანიას შპს "ლუანა" და შპს კარმენ ტენდერში მონაწილეობა არასდროს მიუღია და ამ შემთხვევაშიც პირდაპირი შესყიდვის წესით ისარგებლეს.



ამ 9 კომპანიას შორის არის „კარფურიც“, თუმცა რა თანხა გადაეცა კომპანიას, ოფიციალურად გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული არ არის.



რაც შეეხება, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კომპანიებს - შპს „ბევრილი ჯგუფთან“ სახელმწიფომ ამ საკითხთან დაკავშირებით 4- ჯერ გაუფორმა ხელშეკრულება, სადაც ჯამში გადარიცხულია 916,461, ლარი. ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე არის „ქართული ოცნების“ დამფინანსებელი ნერუ ჩანქსელიანი, რომელმაც მმართველ პარტიას არჩევნების წინ 33 ათას 230 ლარი შესწირა.
კომპანია შპს ცერერას, შპს აგროსისტემებს, შპს პროგრესს ჯამში ხელშეკრულების მიხედვით 1 მილიონ 225 ათას ლარი გადაერიცხათ, თუმცა არც ერთ მათგანს ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.



„პრემიერ გახარიას სიტყვები, რომ პანდენიის დროს ყველა გაღარიბდა, არის მტკნარი სიცრუე. „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესები გამდიდრდნენ ჩვენი ჯობიდან ამოღებული ფულით.
სინამდვილეში ამოქმედდა სავარაუდო კორუფციული სქემა, ანუ ორი ჯიბის პრინციპი. ის სქემა, რაზეც ადრე „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა თავად იყენებს წარმატებით. მმართველი პარტია სახელმწიფოს, ანუ ხალხის ჯიბიდან იღებს ფულს და პარტიულ ჯიბეში იდებს. ამ დროს ისედაც მართლაც გაღარიბებული მოსახლეობა, გაორმაგებულ თანხებს იხდის საარსებო პროდუქტში,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up