ანა დოლიძე პენსიონერების პრობლემებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მიმართავს

ანა დოლიძე პენსიონერების პრობლემებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მიმართავს

access_time2020-07-01 13:02:40

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავს და საქართველოს მოქალაქე პენსიონერების პრობლემების დარეგულირებაში ჩართვას სთხოვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა მარტინესისთვის გაგზავნილ წერის გთავაზობთ უცვლელად:

„საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე, ქვეყნის უამრავ პრობლემათა შორის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად ითვლება პენსიონერთა უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა.

მოძრაობა „ხალხისთვის“ აქტიურად ცდილობს დაეხმაროს საზოგადოების ამ ყველაზე მოწყვლად ფენას. ჩვენი იურისტები სამართლებრივ დახმარებას უწევენ მათ იმ ურთულეს მდგომარეობაში, რომელიც ექმნებათ საბანკო სისტემასთან, კერძოდ „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით.

ერთთვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს ათობით პენსიონერი მოქალაქის საქმე და ამ სისტემაში არსებული პრობლემები, რა დროსაც არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ:

დღეს საქართველოში რეგისტრირებულია 890 ათასამდე პენსიონერი, რომელთა საპენსიო თანხა შეადგენს 220 ლარს (ოფიციალურად საარსებო მინიმუმი დადგენილია 189.6 ლარი), აქიდან დაახლოებით 417 ათასამდე პენსიონერი სარგებლობს ,,ლიბერთი ბანკის“ საპენსიო სესხით, ანუ საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეორე პენსიონერს აქვს იმ ბანკის ვალი, რომელიც ბაზარზე, ფაქტობრივად, მონოპოლისტია - პენსიონერს სხვა ბანკში სესხის აღების უფლება შეზღუდული აქვს.

დანარჩენი მოსახლეობისაგან განსხვავებით, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს საპენსიო სესხზე უწესებს ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს - 35,38% -ს.  


2019 წლის მონაცემებით, პენსიონერებს „ლიბერთი ბანკიდან“ სესხის სახით გატანილი აქვთ 330 მილიონი ლარი. გასულ წელს „ლიბერთი ბანკმა“ 90 მილიონი ლარი დაიბრუნა, ხოლო 27 მილიონი ჩამოწერა.

როგორც ბანკში განმარტავენ, საპენსიო სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი განპირობებული მაღალი რისკებიდან გამომდინარე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად ეს არის ყველაზე ურისკო პროდუქტი, რადგან სახელმწიფოა მისი გარანტორი. ამ მდგომარეობაში, სრულიად გაუგებარია, რატომ არის ასეთი კაბალური პროცენტი სესხებზე?

კიდევ ერთი გარემოება - 2009 წელს გამოცხადებულ საპენსიო ტენდერში “ლიბერთი ბანკი” უალტერნატივო აღმოჩნდა და ის უკვე 11 წელია ფლობს პენსიების და სოციალური პაკეტების გაცემის ექსკლუზიურ უფლებას. ეს არის ერთადერთი ტენდერი, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარდა. 2014-2019 წლებში, როცა ხელშეკრულების ვადა იწურებოდა და უნდა გამოცხადებულიყო ახალი ტენდერი, რათა სხვა ბანკებსაც მისცემოდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ თავიანთი შეთავაზებები, ხელისუფლებამ ,,ლიბერთი ბანკს“ ხელშეკრულება 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელა და იგი კვლავ უკონკურენტოდ დატოვა.

 პენსიონერებთან დაკავშირებით კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა ზევით დასახელებული პრობლემები უმთავრესია, რის გამოც დღეს საქართველოში სრულიად დარღვეულია პენსიონერთა კონსტიტუციური უფლება - „სიცოცხლის უფლება“ ( საქართველოს პენსიონერ მოქალაქეს და განსაკუთრებით მათ, ვინც სარგებლობს საპენსიო სესხით არ აქვთ საკვების და მედიკამენტების შეძენის საშუალება) და „ადამიანის ღირსება“, რომელი ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“.

ქალბატონო მერსედეს ვერა,  საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან და მისის რჩევები და რეკომენდაციები უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფინანსური და ეკონომიკური განვითარებისთვის. იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც პენსიონერთა პრობლემების  მოგვარებაზე იზრუნებს, პენსიონერთა სახელით მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ აღნიშნული თემით და ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას, რომ კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნოთ ამ მიმართულებით არსებული პრობლემები,“ - აღნიშნულია ანა დოლიძის მიერ გაგზავნილ წერილში.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up