ანა დოლიძე: მწვანე პასპორტი კიდევ ერთი საშუალებაა იმის, რომ ჩვენი პირადი ინფორმაცია ხელისუფლების ხელში მოხვდეს

ანა დოლიძე: მწვანე პასპორტი კიდევ ერთი საშუალებაა იმის, რომ ჩვენი პირადი ინფორმაცია ხელისუფლების ხელში მოხვდეს

access_time2021-12-02 10:55:47

„მწვანე პასპორტი კიდევ ერთი საშუალებაა იმის, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება და პირადი ინფორმაცია ხელისუფლების ხელში მოხვდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი  დაუცველია,“ - ასე შეაფასა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მწვანე პასპორტის ამოქმედება.

„დავიწყებ იმით, რომ არავითარი ანტივაქსერი არ ვარ. მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველა აცრილები ვართ, რადგან ვფიქრობ, რომ აცრა არის ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება. მაგრამ ეს კოვიდ პასპორტების შეზღუდვის თემისგან განსხვავდება. რა ფონზე შემოაქვს ხელისუფლებას მწვანე პასპორტები? პირველი - როდესაც ხელისუფლებას სრული ჩავარდნა აქვს ჯანდაცვის სფეროში და პანდემიის მართვის უსერიოზულესი პრობლემების წინაშე ვდგევართ. ამის შედეგია და ხელისუფლების კისერზეა ყოველდღიურად დაღუპული 80-ამდ ადამიანი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში 12 ათასს გადააჭარბა.  და მეორე, როდესაც ხელისუფლებას დარღვეული აქვს სოციალური კონტრაქტი - ჩვენი უსაფრთხოება. „ქართულ ოცნებას“ ამ მიმართულებით ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვს. ჩვენი, თითოეული ადამიანის პირადი ინფორმაცია, ფაქტობრივად, დაუცველია. ეს არის ხელისუფლება, რომლის დროსაც ადამიანის პირადი ინფორმაციით შანტაჟი ნორმალური გახდა, პირადი ცხოვრების დეტალები ტელევიზიით ან სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა. ეს ის ხელისუფლებაა, რომლის მიყურადების ფაილები მთელმა ქვეყანამ იხილა. აქედან გამომდინარე, რა საშუალება გვაქვს ჩვენ ვიფიქროთ, რომ კოვიდ პასპორტის შედეგად შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია იქნება დაცული? რომელ საბავშვო გასართობ ცენტრში თუ  რესტორანში წავედით, რომელ დაწესებულებაში შევედით, ეს ყველაფერი ბოლოს თავს მოიყრის ღარიბაშვილისთვის მოსახსენებელ კრებსებში. და ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ იგი დაცული იქნება?  მე პირადად არ მჯერა. აქედან გამომდინარე,  მწვანე პასპორტების ამოქმედება საქართველოში ძალიან არასწორი და არადროულია. კოვიდ პასპორტის შემოტანა ევროპის ქვეყნების მაგალითით არასწორია, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში უსაფრთხოების თემები არ დგას. ამასთან, იქ არის დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა. ჩვენ კი ასეთი დამცველი ინსტიტუტები არ გვაქვს.  ქედან გამომდინარე, ევროპული მაგალითები საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტურად არარელევანტურია,“ - აცხადებს ანა დოლიძე.



თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up