ანა დოლიძე: მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს  დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება კერძო ბაღებთან დაკავშირებით და მისცეს მათ მუშაობის უფლება

ანა დოლიძე: მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება კერძო ბაღებთან დაკავშირებით და მისცეს მათ მუშაობის უფლება

access_time2020-06-29 14:25:43

"სახელმწიფო ვერ ახერხებს დაარეგულიროს კერძო ბაღების საკითხი. ამ ბიზნესის უკან რამდენიმე ათასი ადამიანი დგას, რომელებიც საფრთხის ქვეშ არიან, დაკარგონ სამუშაო ადგილები და ელემენტარული საარსებო საშუალება. კერძო ბაღები, რომლებიც სერიოზულ კონტრიბუციას ახდენენ ბიუჯეტში, გაკოტრების წინაშე დგას. ამიტომ, მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, 5 ივლისამდე პასუხი გასცეს და შემოიღოს რეგულაცია კერძო ბაღებთან დაკავშირებით, რომელიც მათ მუშაობის საშუალებას მისცემთ," - განაცხადა მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ კერძო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.


დოლიძის თქმით, კერძო ბაღების წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს სახელმწიფო უწყებებს, თუმცა უშედეგოდ.


"მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო გაჩერდა უამრავ დაწესებულებას, მათ შორის კერძო ბაღები. თუმცა ივნისის დასაწყისიდან თითქმის ყველა დაწესებულება ამუშავდა. მოქალაქეები გავიდნენ სამსახურებში და ამ დროს მშობლები პრობლემის წინაშე დარჩნენ - მათ არ იციან, სად წაიყვანონ მცირეწლოვანი შვილები. გარდა ამ პრობლემისა, კერძო ბაღებში დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც მილიონობით ლარს იხდიან გადასახადის სახით საქართველოს ბიუჯეტში. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო, სექტორი დღემდე გაჩერებულია და არც არავინ ეუბნებათ როდის და რა ფორმით ამუშავდებიან. ამ ხნის მანძილზე კერძო ბაღების წარმომადგენლებმა მიმართეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებას, არაერთ ტელევიზიას, თუმცა ხელისუფლებას პასუხი კვლავ არ აქვს. ისინი ითხოვენ ნებართვას გახსნაზე და კონკრეტულ რეგულაციებს, რომელსაც დაემორჩილებიან" - განაცხადა ანა დოლიძემ.


მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი მოუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს დროულად მოახდინოს რეაგირება და კერძო ბაღებთან დაკავშირებით დააწესონ შესაბამისი რეგულაციები.
"მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, 5 ივლისამდე, გასცეს პასუხი და შეიმუშავონ რეგულაციები კერძო ბაღებთან დაკავშირებით. რეგულაცია, რომელიც მისცემს საშუალებას მცირე ბიზნესს გააგრძელოს მუშაობა და კვლავ დაასაქმოს ათასობით მოქალაქე," - განაცხადა ანა დოლიძემ.



კერძო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლის მაია ღვინჯილიას თქმით, ბაღების გახსნასთან დაკავშირებით და რეგულაციების მიმართებით გაურკვევლობის გამო კარგავენ თანამშრომლებს და აღსაზრდელებს, რაც მათ მძიმე მდგომარეობაში აყენებთ.


"ჩვენს გაერთიანებაში გაწევრიანებულია 60-მდე კერძო საბავშვო ბაღი, რაც გულისხმობს 1500 თანამშრომელს და 6000-მდე აღსაზრდელს. ჩვენი საქმიანობა არის განწირული. ვკარგავთ თანამშრომლებს, აღსაზრდელებს და, ფაქტობრივად, ვართ გაკოტრების წინაშე. მივმართეთ ძალიან ბევრ დაწესებულებას - ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. თანახმა ვართ გამოცხადებულ ნებისმიერ რეგულაციას დავემორჩილოთ. ასევე მინდა ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინოს, რომ ექვსი თვის განმავლობაში მოზარდის სახლში ყოფნა უარყოფითად აისახება მათ განვითარებაზე", - განაცხადა მაია ღვინჯილიამ.



თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up