"ხელისუფლების ხელში კომენდანტის საათი სოციალური მართვის ფუნქციას ასრულებს. მთავრობისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა იდეა, ერთი ბრძანებით სამმილიონნახევარი ადამიანი სახლში გაუშვა და გამოკეტო", - ასე აფასებს სოციალურ ქსელში იურისტი ანა დოლიძე მთავრობის მიერ კომენდანტის საათის შემოღებას.
"ჩვენმა CO-VIP-ებმა, ანუ მთავრობის წევრებმა არ იციან რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ისინი მართავენ. კომენდანტის საათი ვერ ასრულებს იმ ლოგიკურ ფუნქციას, რომლისთვისაც ის თავის დროზე შემოიღეს. ადამიანები სტუმრად შაბათ-კვირას ცხრა საათამდე წავლენ თუ მას შემდეგ, ამას დაავადების გავრცელების თვალსაზრისით მნიშვნელობა აზრი ეკარგება. ხელისუფლების ხელში კომენდანტის საათი სოციალური მართვის ფუნქციას ასრულებს. მთავრობისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა იდეა ერთი ბრძანებით სამ მილიონ ნახევარი ადამიანი სახლში გაუშვა და გამოკეტო", - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, კომენდანტის საათის შემოღებამ მკვეთრად გააუარესა სოციალური პრობლემები ოჯახებში.
" უმუსევარი ახალგაზრდის სახლში გამოკეტვა სოციალურ პრობლემებს არ მოაგვარებს. პირიქით, სტატისტიკას თუ შევხედავთ, ოჯახებში სოციალური საკითხები კომენდანტის საათის არსებობის მიუხედავად, გართულდა. გართულდა სოციალური ფონი, რადგან ეს ყველაფერი დაკავშირებულია მატერიალურ კეთილდღეობასთან და ფინანსური სახსრების უქონლობასთან. შესაბამისად, საჭიროა ამ ხალხისთვის სოციალური მართვის ნამდვილი მექანიზმების ამუშავება - სარეაბილიტაციო ცენტრების ფუნქციონირება, მნიშვნელოვანია ფსიქიურად აშლილი და დასტრესილი ადამიანების სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა. ხალხი, რომელიც უმუშევარი დარჩა საჭიროა მათი რეაბილიტაცია და არა ცხა საათის შემდეგ სახლებში გამოკეტვა"- განაცხადა ანა დოლიძემ.
ხელისუფლებისადმი მიმართვაში ანა დოლიძე ყურადღემას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომელსაც კომენდატის საათი უქმნის ბიზნესს და იქ დასაქმებულ ადამიანებს.
„დღეს გაიხსნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის არის სამშენებლო, და ავტომანქანების შეკეთების ბიზნესი. აქ დასაქმებულმა ადამიანებმა ზუსტად 7 საათზე თუ ვერ დაასრულეს საკუთარი სამუშაო, ისინი ვეღარ შეძლებენ დროულად სახლებში დაბრუნებას რადგან 8 საათის შემდეგ აღარ მუშაობენ ტაქსები. ამასთან, ჩვენს პირობებში ტაქსით მგზავრობა, აწეულ ფასების პირობებში და პიკის საათში, იწვევს ბევრად მეტ სტრესს. მათ მოუწევთ გადაიხადონ 15 ან 20 ლარი მგზავრობაში, რაც მათი დღიური ანაზღაურების ტოლია. ასე აზრი ეკარგება მათ სამსახურში გასვლას და მუშაობას, რადგან პატივცემული ხელისუფლებავ და CO-VIP-ებო, მათი შემოსავალი თქვენთან შედარებით მიზერულია. ამიტომ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მოხსნათ კომენდატის საათი“.