ანა დოლიძე - მახინჯი პროცესის შედეგად არჩეული კანდიდატები ვერ დაიმსახურებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მანტიას

ანა დოლიძე - მახინჯი პროცესის შედეგად არჩეული კანდიდატები ვერ დაიმსახურებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მანტიას

access_time2019-10-02 15:00:02

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ მაინც აპირებს რომ კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსებულ სიას, უნდა დაინიშნოს ამ სიიდან მხოლოდ ხუთი ადამიანი.


როგორც ანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის ერთადერთი შესაძლო ვარიანტი, რომლის ფარგლებშიც უზენაესი სასამართლო ფუნქციას შეინარჩუნებს.


„ამ პროცესის ორივე საფეხური არის მხოლოდ დემოკრატიულობის იმიტაცია. მთელი ეს გამჭვირვალობის ელფერი, რომელიც ამ პროცესებს ჰქონდა, იუსტიციის საბჭოშიც და პარლამენტშიც, ეს არის დემოკრატიულობის თამაში, ანუ ფასადური პროცესია, რომლის უკან პოლიტიკური ინტერესი და გარიგებაა. გასაუბრებას, რომელსაც „ქართული ოცნება” და მანამდე იუსტიციის საბჭო ატარებდა, ფასადური ხასიათი აქვს იმისთვის, რომ შემდეგ გვითხრან გამჭვირვალე პროცესიაო. თუმცა, გამჭვირვალობას, რომელსაც შედეგი არ მოაქვს, ფასეულობას ნაკლებად წარმოადგენს“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.



მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილება კულუარებში, გარიგებების და გაურკვეველი შეთანხმებების შედეგად იქნება მიღწეული.


„ამ პროცესს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია და ქართველი ხალხი აკვირდებოდა. ამის გამო გამოჩნდა, რომ ბევრი მათგანი საერთოდ არ იმსახურებს მოსამართლის მანტიას. კითხვები არის მათ ელემენტარულ კომპეტენციასთან დაკავშირებით. მოწამლულ ხეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოწამლული ნაყოფი, სამართალში არის ასეთი პრინციპი. მოწამლულ ხეს ჯანმრთელი ნაყოფი ვერ ექნება. ამ მოწამლული და მახინჯი პროცესის შედეგად არჩეული კანდიდატები ვერნაიარად ვერ დაიმსახურებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მანტიას. ეს სია იყო ჩასაგდები და უკან დასაბრუნებელი,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.



თეგები:
ანა დოლიძე



Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
access_time2019-10-18 14:00:43
თბილისში, დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონის, მეორე კორპუსი მიმდებარედ  მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. დამკვეთი ლალი ოდიშვილია, ხოლო პროექტი მომზადებულია კომპანია IMAXgrup-ის მიერ. ინვესტიციის სავარაუდო ოდენობა  800 000 დოლარს შეადგენს.   არქიტექტურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპროექტო შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად 6 სართულს...


მსგავსი სიახლეები

up