ანა დოლიძე: მაჟორიტარების გამოყენებით ხელისუფლებამ უკვე გააწბილა ვენეციის კომისია, ახლა კი მთელ ქვეყანას ატყუებს

ანა დოლიძე: მაჟორიტარების გამოყენებით ხელისუფლებამ უკვე გააწბილა ვენეციის კომისია, ახლა კი მთელ ქვეყანას ატყუებს

access_time2019-11-13 14:00:45

„როგორც ჩანს ხელისუფლება ამჯერადაც იყენებს იმ ხრიკს, რომელიც გამოიყენა რამდენიმე წლის წინ. მაშინ ვენეციის კომისიის მიმართ იყო დაპირება, რომ საქართველოში არჩევნებს პროპორციულ სისტემაზე გადაიყვანდნენ, მაგრამ ბოლო წამს მმართველმა გუნდმა გამოყვანა მაჟორიტარები, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი მხარს არ უჭერდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ამით დაარღვიეს დაპირება ვენეციის კომისიასთან,“ - განაცხადა იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.


„ახლაც იგივე ტაქტიკა გრძელდება, სახეზეა საეჭვო გარიგება და საეჭვო სპექტაკლი. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის მიერ არის გაცემული დაპირება, ხდება გამოყენება ვითომ მაჟორიტარების ნებელობის, რომლებიც სინამდვილეში ფეხს არ ადგამენ „ქართული ოცნების“ ნებართვის გარეშე. ამ გზით ჩვენ დავრჩებით იმ რეგრესიულ სისტემაში, რომლის გაუქმებას ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ. ეს იქნება ძალიან სამარცხვინო ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლებისგან და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ რეპეტიციად დარჩება. იმედია, მმართველი პარტიის წარმომადგენლები დარჩებიან იმ დაპირების ერთგულნი, რაც ივნისში, გავრილოვის ღამის შემდეგ გასცეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამჯერად უბრალოდ ჯანი ბუკიკიო კი არ დარჩება გაწბილებული, როგორც მაშინ 2 წლის წინ, როდესაც მსგავსი დაპირება შეცვალა ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ, არამედ ამ შემთხვევაში გაწბილებული დარჩება უამრავი ადამიანი, უამრავი ახალგაზრდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი და, რა თქმა უნდა ის ადამიანები, რომლებმაც ეს დაპირება მოიპოვეს, რომლებიც იდგნენ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ, მათ შორის მაკო გომური და მისი მეგობრები.


მოკლედ, ველი, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლი, რომელიც გაჩერდება პირველივე კენჭისყრის დროს და არ განხორციელდება ბოლომდე. ეს იქნება ვაჭრობის მცდელობა მაჟორიტარების მხრიდან, რომელიც ფიასკოთი დასრულდება. სხვა შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა, ამ დაპირების მეორედ ჩავარდნაზე მთლიანად „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს დაეკისრებათ,“ - ამბობს ანა დოლიძე.



"კომერსანტი" 


თეგები:
ანა დოლიძე



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

რა ღირს აგარაკის დაქირავება ზაფხულში

რა ღირს აგარაკის დაქირავება ზაფხულში
access_time2020-07-05 13:00:54
სეზონზე აგარაკების დაქირავებაზე მოთხოვნა მცირედით გაზრდილია, თუმცა, ფასები არ შეცვლილა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ SS.ge-ში...


მსგავსი სიახლეები

up