ანა დოლიძე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შენობის ქირისთვის, სახელმწიფო ყოველთვიურად 10 000 დოლარს იხდის

ანა დოლიძე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შენობის ქირისთვის, სახელმწიფო ყოველთვიურად 10 000 დოლარს იხდის

access_time2020-05-28 15:00:57

სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებლის, ანა დოლიძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის შენობის ქირაში ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 10 000 დოლარი იხარჯება.


ამის შესახებ ანა დოლიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფისთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ანა დოლძემ აღნიშნა, სააგენტო კონკრეტულ შენობაში 2016 წლიდან არის, რაც მისივე განცხადებით, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვაა.



„გუშინ პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ ჩვენს სახელმწიფოში ბიუჯეტი იხარჯება ყაირათიანად და ადგილი არ აქვს კორუფციას. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ფლანგავს ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნაში დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იღებს შემწეობას, დაახლოებით 400 ათასი პენსიონერი არის ვალში „ლიბერთი ბანკთან“, ბავშვების დაახლოებით ოთხ პროცენტს არ აქვს სამი საბავშვო წიგნი, დაახლოებით 10 000 სტუდენტს სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეჩერებული აქვს. ჩვენ წინაშეა სახელმწიფო დაწესებულება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელიც ყოველთვიურად 10 000 დოლარად ქირაობს შენობას. ამ შენობას კულტურული დაცვის სააგენტო ქირაობს 2016 წლიდან და მასში უკვე გადახდილი აქვს მილიონზე მეტი ლარი ამ თვეების განმავლობაში. ეს კონტრაქტი დადებულია შპს „სიყვარულთან და კოქტეილთან“, რომელთანაც სახელმწიფოს გადახდილი აქვს მილიონზე მეტი ლარი, იმ პირობებში, როდესაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძალიან ბევრი შენობა, ძალიან ბევრი კვადრატული მიწა, სადაც შესაძლებელია, განთავსდეს სახელმწიფო შენობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.


1tv.ge

თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up