ანა დოლიძე: კონკორდატით საპატრიარქოს და ხელისუფლებას ენიჭება პასუხისმგებლობა გადადგან ნაბიჯები მოსახლეობის სასიკეთოდ

ანა დოლიძე: კონკორდატით საპატრიარქოს და ხელისუფლებას ენიჭება პასუხისმგებლობა გადადგან ნაბიჯები მოსახლეობის სასიკეთოდ

access_time2020-04-17 12:49:42

"კონკორდატი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი სახელმწიფოსა და ეკლესიის რეგულირებისთვის. ის პირდაპირ ამბობს, რომ ეკლესია და ხელისუფლება ადასტურებენ მზადყოფნას ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპზე დაყრდნობით, იზრუნონ მოსახლეობის კეთილდღეობაზე" - ასე ეხმიანება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე.


მისი თქმით, საპატრიარქოს და ხელისუფლებას ენიჭება პასუხისმგებლობა გადადგან ნაბიჯები მოსახლეობის სასიკეთოდ.


"ორივეს ვალდებულებაა გადადგან ნაბიჯები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ეს არის მთავრი დოკუმენტი და თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ უნდა დარეგულირდეს მართლმადიდებლური საკითხები ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის პირველ რიგში კონკორდატში უნდა ჩაიხედონ.


ხელისუფლებამ შექმნა ეს კრიზისი თავის დროზე როდესაც გეგმავდა საგანგებო მდგომარეობას არ გაიარა შესაბამისი კონსულტაცია იმ ერთადერთ ინსტიტუტთან, რომელთანაც აქვს დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება.



მთავრობამ მიიყვანა მდგომარეობა იქამდე, რომ ქვეყნის მთელი მოსახლეობა ბოლო ერთი კვირაა ნერვიულობს და წნევა უწევს იმის გამო თუ, როგორ დასრულდება ეს მოვლენები. ხელისუფლებას თავის დროზე ჰქონდა ვალდებულება გადაედგა ქმედითი ნაბიჯები გაევლო კონსულტაციები რათა წინასწარ გვცოდნოდა არსებული მდგომარეობა", - განაცხადა ანა დოლიძემ.


ამასთან ანა დოლიძე, აღნიშნავს, რომ მოწოდებას დარჩით სახლში ალტერნატივა არ აქვს.


"საქართველოში ისე გავრცელდება ვირუსი, რომ მოტრიალებას დასჭირდება წლები ან ჩვენ მოქალაქეები, ხელისუფლება და ეკლესია ერთად შევძლებთ ეს ვირუსი არა მარტო გადავლახოთ, არამედ სამაგალითოდ გამოვჩნდეთ მსოფლიო რუკაზე აქედან გამომდინარე ჩემი რწმენით და მოსაზრებით რეკომენდაციას დარჩით სახლში ალტერნატივა არ აქვს.


მე თვითონ ძალიან მიყვარს სააღდგომო ლიტანიობა. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური რიტუალი, რომელსაც დიდი კულტურული მნიშვნელობაც აქვს. მას ვატარებდი ხოლმე ბოდბის მონასტერში, მაგრამ წელს გავაკეთებ არჩევანს და დავრჩები სახლში არა მარტო ჩემი თავისთვის ასევე დედების გულისთვის, რომლებიც იქ არიან და რომლებთანაც ვმეგობრობ, აგრეთვე ყველა ადამიანისთვის. ვილოცებ სახლში და ეს იქნება ჩემი როგორც მოქალაქის პატარა წვლილი უკეთესი საქართველოსთვის", - განაცხადა ანა დოლიძემ.





თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up