ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.
საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც ანა დოლიძის კანდიდატურა მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში, კანონით გათვალისწინებული 1286 ხელმოწერის ნაცვლად, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში რეგისტრირებული მოქალაქეების 2002 ხელმოწერა ჩააბარა.
ხელმოწერების გადამოწმების შემდეგ დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს და ჩემი მხარდაჭერების გუნდს, რომლებმაც 5-დღიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, თითქმის ორჯერ მეტი ხელმოწერა შეაგროვა. ასეთი თანადგომა მაძლიერებს და გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ თავს არ დავზოგავ ხალხის სამსახურისთვის,“ - აცხადებს ანა დოლიძე.