ანა დოლიძე: ჩვენი მთავარი პრობლემა კოვიდის შემდეგ პრივილეგირებული ხალხის კლასტერი იქნება

ანა დოლიძე: ჩვენი მთავარი პრობლემა კოვიდის შემდეგ პრივილეგირებული ხალხის კლასტერი იქნება

access_time2020-04-22 19:15:10

კორონას ჟამიანობის პირობებში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა - ერთი არის კანონმორჩილი ადამიანები, მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი, - აცხადებს იურისტი ანა დოლიძე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.

 

კორონას ჟამიანობის პერიოდში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა - ერთი არის კანონმორჩილი ადამიანები, რომლებიც დიდი შეზღუდვების და დისკომფორტის მიუხედავად, ზრუნავენ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის. მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ჩვენი ჩინოვნიკები, რომლებიც რეგულაციებთან დაკავშირებით  ძალიან სერიოზული შეღავათებით სარგენლობენ.

 

საინტერესოა თუ არსებობს ფოტო ერთი უმაღლესი დონის ჩინოვნიკის, რომელიც ტელევიზიით გვიდგენს რეგულაცუებს, ფეხით რომ გადაადგილდება სურსათის მოსატანად და ფეხით მიდის სამსახურში. მაგალითად, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პრემიერი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე.

 


მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავაკრიტიკე რეგულაციის დარღვევისთვის, როდესაც მან ავტომობილში ჯდომის წესი დაარღვია. მაგრამ, როგორც ოფიციალურად განმარტავენ, ეს კლასტერი არ ექვემდებარება იმ წესებს და შეზღუდვებს, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ. მათ ჰგონიათ, რომ შეზღუდვების ზევით დგანან. ჩვენი მთავარი პრობლემა კოვიდის შემდეგ სწორედ ამ პრივილეგირებული ხალხის კლასტერი იქნება, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ამასთან დოლიძე საუბრობს ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვაზე და აღნიშნავს, რომ მოქალაქეები ვერ ახერხებენ სასურსათო მაღაზიებში და აფთიაქებში სიარულს.

 

ხელისუფლების მიერ ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს. მათ არ გაითვალისწინეს მდგომარეობა იმ ხალხისა, რომლებიც არ არიან ქალაქში. მე მწერენ დუშეთიდან, ბეთანიიდან, წავკისიდან, მათი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ფეხით სავალ მანძილზე არ არის სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები, რაც ძალიან დიდ სირთულეებს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. ამას ემატება ისიც, რომ 114-ზე დარეკვა ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ადამიანებმა საშვების მიღება შეძლონ, - განაცხადა ანა დოლიძემ.


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up