ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა

access_time2020-02-28 14:00:01

„ახლა მნიშვნელოვანია გავარკვიოთ სათამაშო ბიზნესის დაპირების დეტალები, თუ რომელი კომპანიები ჩამოხსნიან რეკლამებს და როგორ შეასრულებენ დაპირებას“- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „კომერსანტის“ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის.

 

როგორც მედიაჰოლდინგმა გაარკვია მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების მაღალი აქტივობითაა განპირობებული.

 

 „როდესაც გასული წლის ოქტომბერში აზარტული თამაშების რეგულირების საკითხზე, თანამოაზრეებთან ერთად პირველად დავდექით საქართველოს პარლამენტის წინ, ვთქვით, რომ არ შეიძლება იმ თავაშვებული სიტუაციის ატანა, რომელიც დღეს ქვეყანაში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით არსებობს. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ამ ბრძოლას აზრი არ აქვს, არაფერი გამოვა, ეს ძალიან გავლენიანი ბიზნესია. აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩვენ გავაგრძელეთ ბრძოლა, დავდიოდით კარდაკარ, ვიყავით არა ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში. ქვეყნის ისტორიაში პირველად შევაგროვეთ პეტიციაზე 10 000 ადამიანის ელექტრონული ხელმოწერა, ვაწყობდით აქციებს აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოებთან. ყველაფერი ეს გავაკეთეთ და ამ გზაზე პატარ-პატარა გამარჯვებებიც გვქონდა. მაგრამ დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამ დრომდე არ მიუღია პარლამენტს და მთავრობას გადაწყვეტილებაა არ მიუღია, სათამაშო ბიზნესმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება მოაცილოს აზარტული თამაშების რეკლამა. ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ბავშვები ისე გამოვიდნენ სკოლებიდან, ცხვირწინ კაზინოს უზარმაზარი რეკლამა არ დახვდეთ. ეს არის ყველა იმ ადამიანის დამსახურება, რომელმაც იბრძოლა ამ საქმისთვის, რომელიც აქციებზე დადიოდა, რომელიც წუხდა, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა. ეს იმ 10 000 ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც პეტიციაზე ხელი მოგვიწერა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 



ანა დოლიძე აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესით მიყენებული მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ზიანის შესამცირებლად, ქვეყანაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ამიტომ იურისტი, გაჩერებას არ აპირებს:

 

 „თემა, რომელიც აქამდე მიძინებული იყო და ბოლომდე ვერავინ მიიყვანა, ჩვენმა ბრძოლამ ნელ-ნელა შედეგის გამოღება დაიწყო. სამომავლოდ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ სრულად აღიკვეთოს არასრულწლოვანების ჩართულობა. არ შეიძლება ნებისმიერ ბავშვს ონლაინ შეეძლოს თამაში. ის ნიჰილიზმი, რომელიც ითესება ჩვენში, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, არის ხელოვნურად დათესილი ამბავი. როცა ადგილი აქვს თავგადაკლულ ბრძოლას, როცა ადგილი აქვს გამოკვეთილ მიზანს, როცა ადგილი აქვს სამართლიან გაერთიანებას, ასეთ შემთხვევაში ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრი“ - განმარტავს ანა დოლიძე.



 

აღსანიშნავია, რომ ანა დოლიძის ინიციატივით „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში მთავრობას წარედგინა პეტიცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი სამთვიანი ვადა თითქმის ამოიწურა, დღემდე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.


მოთხოვნები კი ასეთია:  1. სასწრაფოდ, აიკრძალოს 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა და რეგისტრაცია. ამ დრომდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუჩერდეთ სტატუსი და შეეზღუდოთ თამაშის უფლება; მოხდეს აკრძალვის ზედმიწევნითი აღსრულება. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ სასწრაფოდ გამოყოს სახსრები ლუდომანიით დაავადებულთა დასახმარებელი/ პრევენციული პროგრამებისთვის, მათ შორის ცხელი ხაზის ასამოქმედებლად.


2. სასწრაფოდ, სრულად აიკრძალოს, როგორც სახმელეთო ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა მათ შორის უნდა შეეხოს ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტ მედიას, სოციალურ მედიას, ციფრულ ვებ-გვერდებს, ბლოგებს, გარე რეკლამებს განთავსებულს ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ავტობუსებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსებზე და ა.შ.


3. სასწრაფოდ გამკაცრდეს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულირება. ამასთან მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა.


 4. სასწრაფოდ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის ამოცანასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ხმელეთის კაზინოები განთავსდება კონკრეტულ სპეციალურ ტურისტულ ზონებში.

 


შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა გასულ წელს საკანონმდებლო ორგანოში რამდენჯერმე სცადა რამდენიმე პარლამენტარმა, თუმცა, ინიციატივა ინიციატივად დარჩა და ამ დრომდე კანონპროექტის განხილვა დროში ჭიანურდება. აღსანიშნავია იცის, რომ აზარტული თამაშების რეკლამის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო მოსახლეობის დიდი ნაწილიც. მიუხედავად ამისა, არც აღმასრულებელი ხელისუფლება და არც საკანონმდებლო ორგანო აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებით არანაირ ნაბიჯს არ დგამს.


ბაჩო ადამია

თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up