ანა დოლიძე: ჩნდებოდა ეჭვი, რომ „აწარმოე საქართველოში“  კორუფციისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესების წახალისების კერას წარმოადგენს

ანა დოლიძე: ჩნდებოდა ეჭვი, რომ „აწარმოე საქართველოში“ კორუფციისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესების წახალისების კერას წარმოადგენს

access_time2020-10-19 20:35:36

„კორონა ვირუსის პერიოდში ბანკების ვალის გამო ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდა, 10 ათასობით ადამიანა დაკარგა სამუშაო ადგილები და  მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკის და შიმშილის პირას დარჩა. ამ დროს ქვეყნაში არის ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების მფარველობით,პანდემიის პირობებშიც ხელს ითბობენ და ახერხებენ გამდიდრებას. ამის მაგალითია „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ სახელმწიფო პროგრამის „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარები,“- განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემბრიფინგზე, სადაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს  მიერ სავარაუდოდ არამიზნობრივად გაცემულ სახელმწიფო თანხებზე ისაუბრა.

 

ანა დოლიძის თქმით, ჩნდებოდა ეჭვი, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  კორუფციისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესების წახალისების კერას წარმოადგენს. აქედან ჩანს, რომ სახელმწიფო კეთილდღეობა არ ნაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. ამიტომ მომავალი ხელისუფლების სამართალდამცავმა ორგანოებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ „აწარმოე საქართველოში“-სფარგლებში დახარჯული სახელმწიფო სახსრები. 

 

„იკვეთება 3 კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ახერხებენ დაფინანსების მიღებას - ესენია:ბიზნესგაერთიანება, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეორე - „ქართული ოცნების“ შემომწირველები და მესამე - ახლადდაარსებული კომპანიები, რომლებსაც არანაირი ბიზნესსაქმიანობის გამოცდილება არ გააჩნიათ.


პირველ ჯგუფს წარმოადგენს ბიზნესმენ სოსო და ლევან ფხაკაძეების მიერ ივლისში დარეგისტრირებული კომპანიაშპს კიოსკ ჯორჯია, რომელმაც მიიღო საბანკო სესხთან დაკავშირებული გარანტია - 1 575 000 ლარის ოდენობით. ფხაკაძეების ოჯახი არაერთ ბიზნესს ფლობს საქართველოში და მათი კომპანიები მსხვილი გადამხდელები არიან. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ იმ წვრილ და საშუალო ბიზნესს, რომელსაც კანონითამ პროგრამის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან  „ქართული ოცნების“ შემომწირველები. მაგალითად, შპს „კლინიკა ლჯ“, სარგებლობს  283,500,00 ლარის საკრედიტო საგარანტიო პროგრამით. მისმა დამფუძნებლებმა მირიან ჭეიშვილმა, შალვა ჯიქიამ და  ზაზა ლომინაძემ ჯამში „ქართულ ოცნებას“ შესწირეს140 875 ლარი.შპს ევროდრიპს 299,250.00 ლარის ოდენობით საკრედიტო გარანტია აქვს მიღებული . მის ერთ-ერთ დამფუძნებელს,დავით კაპანაძეს მმართველი გუნდისთვის შეწირული აქვს 40 ათასი ლარი. რაც შეეხება შპს ფუდ ალიანსს, მის სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს - 252,000.00 ლარს. მის  ერთ-ერთი მეწილეს ლევან ხუროძეს „ ქართული ოცნებისთვის“ შეწირული აქვს 10 000 ლარი.

საკრედიტო საგარანტიო პროგრამით სარგებლობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც არანაირი ბიზნეს გამოცდილება არ გააჩნიათ და კორონავირუსის პერიოდში დაფუძნდნენ, მაგალითად „შპს სმარტერ“ და შპს გარანტი,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

 


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up