ანა დოლიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს – „თბილისის უბნებში თარეშობენ “შიშის ზონები”

ანა დოლიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს – „თბილისის უბნებში თარეშობენ “შიშის ზონები”

access_time2020-08-14 19:25:16

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი კანდიდატი, მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.


მისი თქმით, საარჩევნო კანპანიის დროს მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან აქტივისტების მისამართით ხორციელდება მუქარა, ზეწოლა და ძალადობა, რაზეც პასუხისმგებელი თავად ბიძინა ივანიშვილია.


“ნებისმიერი მცდელობა მუქარის, ზეწოლის და ძალადობის, აქტივისტებზე და საარჩევნო კამპანიის მონაწილეებზე პირდაპირ უკავშირდება “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს. გუშინ, საარჩევნო კამპანიის დროს, აშკარად გამოჩნდა, რომ თბილისის უბნებში თარეშობენ კანონგარეშე მყოფი ჯგუფები, რომლებიც ქმნიან “შიშის ზონებს” პირველ რიგში იქ მაცხოვრებელთათვის. მათი მთავრი მიზანია, არჩევნებში მონაწილე პირებმა ვერ მოახერხონ მოქალაქეებთან კონტაქტი და ვერ ჩაატარონ საარჩევნო კამპანია.



დიდუბე-ჩუღურეთში რამდენიმე ადგილას შეგვხვდნენ ამგვარი ჯგუფები. თუმცა დავასახელებ წერეთლის N105 – ში მომხდარ ფაქტს. ამ კორპუსის ეზოში თავს დაგვესხნენ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები. კარგად ორგანიზებული კანონგარეშე მყოფი ჯგუფები მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ არ მოგვცემდნენ უფლებას გავსაუბრებოდით ხალხს. რაც უფრო საზარელია, უბნებში შექმნილი “შიშის ზონები” აშინებენ მეზობლებს, რომლებიც გაბედავენ დალაპარაკებას.


ჩვენს თვალწინ მათ საშინელი აგრესიული მუქარა განახორციელეს იქ მყოფ მოქალაქეებზე, აიძულეს ისინი შეეწყვიტათ საუბარი და გაგვცლოდნენ. პირობას გაძლევთ, ყველა ასეთი ფაქტი იქნება აღრიცხული და გახმაურებული და თითოეულ შემთხვევაზე პირდაპირ აგებს პასუხს “ქართული ოცნება”და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.


ეს არის ფორმა რისი მეშვეობითაც “ქართული ოცნება” აპირებს ჩაატაროს არჩევნები. სამწუხაროდ, აშკარად ჩანს, რომ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ ასეთი “შიშის ზონები” კიდევ უფრო გააქტიურდებიან და მათი მუქარის ზონებიც უფრო გამკაცრდება. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, დროულად მოახდინოს რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება საშუალება და უფლება თქვას, რომ არაფერი იცის ასეთი ფაქტების შესახებ,” – განაცხადა ანა დოლიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up