ანა დოლიძე ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს

ანა დოლიძე ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს

access_time2021-03-16 14:19:53

„გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა „ხალხისთვის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე,   დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას - ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ,“ - მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა და ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის შექმნა  დააანონსა.

 

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„დღეს მოძრაობა „ხალხისთვის“ ერთი წლის გახდა. ამ ერთი წლის განმავლობაშიც კი, როდესაც პანდემიამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, ჩვენ ერთად შევეჯახეთ და გადავწყვიტეთ ხალხისთვის ბევრი მტკივნეული საკითხი: დაწყებული აზარტული თამაშების პეტიციაზე ათი ათასი ხელმოწერით, რომელიც გარე რეკლამის მოხსნის და ამ თემაზე სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყეტის საფუძველი გახდა, დასრულებული წყლის უფლებისთვის ბრძოლით, რა დროსაც მერიასა თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე წნეხით, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, მაგ: სამგორის რაიონში. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.


დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 2020 საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა, რომ არსებობს სახალხო დაკვეთა დამოუკიდებელ და მებრძოლ ხმაზე ქართულ პოლიტიკაში.



ამ ერთმა წელმა კიდევ უფრო მძაფრად დაგვანახა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად. კორუფცია, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, ნეპოტიზმი, კრონიზმი, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკური მიკერძოებულობა შიგნიდან ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამავე დროს, პოლარიზებული და ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი პოლიტიკური ელიტა ვერ წყვეტს უმთავრეს ამოცანას: პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ხალხის პრობლემები და ქვეყნის მომავალი პერსპექტივის ამოცანები. ხელისუფლებისათვის, რომელიც მოსახლეობას ქვეყნის განვითარების გეგმას ვერ სთავაზობს, პოლარიზება მეხამრიდის როლს თამაშობს. ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისის პირობებში დღის წესრიგის მიღმა მთლიანად დარჩა მთავარი: ჩვენი ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის და მისი სწრაფი მოდერნიზების ამოცანა.


ასეთ ვითარებაში, ფაქტია, დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან, არც ერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად.


ამიტომ, გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა „ხალხისთვის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე,   დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი  პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას - ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ,” - აღნიშნულია ანა დოლიძის მიმართვის ტექსტში.

 


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up