ანა დოლიძე: არ გვჯერა პრემიერის ნიანგის ცრემლების ქართული პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით

ანა დოლიძე: არ გვჯერა პრემიერის ნიანგის ცრემლების ქართული პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით

access_time2020-05-12 18:32:41

„პრემიერო, არ გვჯერა თქვენი ნიანგის ცრემლების, რადგან თქვენ, ერთი ხელით, ვითომ რაღაცას აკეთებთ და მეორეთი ქვეყანაში აძლიერებთ იმპორტს, რომ საქართველო ბოლომდე იყოს დამოკიდებული უცხოურ პროდუქციაზე. ანუ თქვენი ხელისუფლება ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის გაღარიბებას,“ - ასე შეაფასა იურისტმა ანა დოლიძემ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მოწოდება - „ მოსახლეობამ შეიძინოს ქართული პროდუქტები”


„მე ამ ინიციატივას ორი ხელით დავუჭერდი მხარს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა დაიქოქოს და აღორძინდეს. მართლაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფულადი რესურსი და ფინანსური დახმარება ჩავდოთ ქართულ პროდუქტში და მოხმარდეს აქაურ წარმოებას, ჩვენს ეკონომიკას. მაგრამ გახარიას შემთხვევაში კვლავ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე - ცალსახად ნიანგის ცრემლებთან, ანუ ყალბი გრძნობების გამოვლენასთან და მეორეს მხრივ არაფრის კეთებასთან.


ყველამ ვიცით, რომ ქართულ წარმოებასთან და ქართულ პროდუქციასთან მიმართებაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და აქვს ორმაგი სტანდარტი. მაგალითად, კორონას ჟამიანობისას ხელისუფლებამ მოახერხა და ორი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩაკლა ქართული სოფლის მეურნეობა, იმის მაგივრად რომ დაეორგანიზებინათ და ყველა რესურსი მიემართათ ამ მიმართულებით. საკმარისია ლაგოდეხის, მარნეულის და ბოლნისის ფაქტების გახსენება, სადაც ხელშეწყობის ნაცვლად დაალპეს კიტრი და სხვა ათასი სოფლის მეურნეობის პროდუქტი. ანუ სინამდვილეში, კოვიდის განმავლობაში წიხლით ჩაკლეს ქართული სოფლის მეურნეობა. სამაგიეროდ დაასუბსიდირეს იმპორტი, მაგალითად შაქარი, წიწიბურა,“- აცხადებს ანა დოლიძე.


ფეისბუკმიმართვაში ანა დოლიძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა, საახალწლო განათებები, რომლის იმპორტში ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. მისი თქმით, ამ თანხით თავისუფლად შეეძლო „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა ქართული წარმოება, შეექმნა ქართული საწარმო, საიდანაც შეიძენდნენ ქართულ განათებებს და ამ გზით გააძლიერებდნენ ქვეყნის ეკონომიკას.



„ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ თავის გეგმაში დღემდე არაფერი უთქვამთ და გაუკეთებიათ ქართული წარმოების დასახმარებლად. მათ უნდათ არსებობდეს ქვეყანა, რომელიც იქნება დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმის შემოსავლებზე. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკა, რომ ვერ განვითარდება, ამას არ სჭირდება ნობელის პრემია. როგორც შეიძლება ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ სახსრები ადგილობრივ წარმოებაზე და მეორეს მხრივ არაფერს ამბობდე, როგორ აპირებ დაქოქო ქართული წარმოება. იმიტომ, რომ ამ მიმართულებით არანაირი ხედვა არ აქვს ხელისუფლებას.“


პრემიერისადმი მიმართვაში ანა დოლიძე მოითხოვს, წარმოადგინონ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ანგარიში, რა შედეგი მოიტანა ამ პროექტმა და სად არის ის ათასობით საწარმო, რომელიც მის ფარგლებში უნდა შექმნილიყო.


„შესაბამისად, პატივცემულო პრემიერო, თქვენი განცხადება, რომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ქართული პროდუქციის შეძენას და იქ დავხარჯოთ ფული, ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წარმოთქმული „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ, რადგან თქვენ, კონკრეტულად ამ სფეროში არ დაგეჯერებათ.“


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up