ანა დოლიძე : „ამ ქალაქში ცხოვრება საშიშია, ძალიან საშიში“

ანა დოლიძე : „ამ ქალაქში ცხოვრება საშიშია, ძალიან საშიში“

access_time2019-01-17 20:00:40

„წლების წინ ნიკო გომელაურმა თბილისს ძალიან საინტერესო სლოგანი მოუფიქრა - ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. დღეს ასე აღარაა და ნიკოსაც აღარ ვეთანხმები. თბილისის მთავარი ლოგო დღეს ასეთია - „ამ ქალაქში ცხოვრება საშიშია“. ეს ყველამ უნდა იცოდეს. სულ უნდა ვისაუბროთ ამაზე, ვიმოქმედოთ და თავი არ დავანებოთ ამ ფრაზას. იქნებ მერე ხელისუფლებამაც მოგვაქციოს ყურადღება“.


იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ასე პასუხობს იმ რელაობას, რომელშიც თბილისი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამჯერად, ბუნებრივი აირი აფეთქდა და 4 ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა. ანა დოლიძისთვის ამ ამბავში, სამწუხაროდ, უჩვეულო არაფერია, რადგან დედაქალაქი ყველა მიმართულებით საფრთხის შემცველი და საშიში გახდა. ყოველდღიურად რაღაც ხდება და როგორც წესი ეს რაღაც ფატალური შედეგით სრულდება:


„ძალიან მარტივია იმის ახსნა, რატომ არის თბილისი საშიში ქალაქი: შეიძლება ერთ, ძალიან ჩვეულებრივ დღეს გარეთ გახვიდე და მანქანა დაგეჯახოს; ან ვიღაცის დაუდევრობის გამო შენივე ავტომობილით მოხვდე ავარიაში და სიცოცხლე შეგიწყდეს. სხვა ვარიანტიც არის თუ ავარია არა, შესაძლოა მშენებარე კორუსიდან გადმოვარდე და ორ წუთში დაასრულო ცხოვრება. მესამე ვარიანტი  შეიძლება შემთხვევით იმ ქუჩაზე გაიარო, ან იმ კაფეში მოხვდე, სადაც მძიმე გარჩევა მიდის და უეცრად ჩაგრცხილონ. გახდე მსხვეპლი და მერე ოჯახმა სამართალი დიდი ხანი ვერ იპოვოს. ამ სამივე ვარიანტს თუ გადაურჩი, მაშინ ეკოლოგიურად უმძიმესი შენი ქალაქი აუცილებლად გაგიჩენს სიმსივნეს და ასე ნელ-ნელა ბოლოს მაინც აუცილებლად მოკვდები. მოკლედ, ყველა შემთხვევაში მსხვერპლი ხარ და განწირული. ხოდა, ამ ქალაქში ცხოვრება საშიშია. ძალიან საშიში“.

 

გაზრდილი კრიმინალი, არარსებული სატრანსპორტო პოლიტიკა, სასამართლო სისტემის არაეფექტურობა,  ბუნებრივი აირის აფეთქება ან გაჟონვა,  თანამედროვე სტანდარტების უგულებელყოფა - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც დოლიძე დედაქალაქში ხედავს. მისი თქმით, ხელისუფლება გამიზნულად ხუჭავს თვალს და არ რეაგირებს. მიზეზი მარტივია: სხვა საქმითაა დაკავებული, ამიტომ მომსახურების ზონიდან დროებით გასულია.



„დიახ, ხელისუფლება სხვა საქმიანობას ეწევა, ამიტომ მომსახურების ზონიდან გასულია. ყველა ჩინოვნიკი ცდილობს საკუთარ ადგილს გაუფრთხილდეს და ქონებრივ დეკლარაციაში რაც შეიძლება მეტი ბინა შეიტანოს. დააკვირდით რაზე კამათობენ ხოლმე პარლამენტში და ამას თავადვე მიხვდებით. ამიტომაც დრო არ აქვთ ხელისუფლებას ხალხზე საფიქრელად და მითუმეტეს არსებული პრობლემების მოგვარებაზე სამსჯელოდ. რა ხელისუფლებაც გვყავს ის კრიმინალის დონეა, ის ეკოლოგია გვაქვს; შესაბამისი სასამართლო სისტემით, ბიზნესით და  უსაფრთხოებით“.


გამოსავალს ანა დოლიძე მხოლოდ საზოგადოებრივ აქტივობაში ხედავს:


„ერთადერთი ხსნა არის სამოქალაქო აქტივობა. სხვა შემთხვევაში უკან-უკან წავალთ. აქამდე ვფიქრობდი, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში განვითარებული მოვლენების ფონზე „ქართული ოცნება“ გონს მოეგებოდა, ვინმე მაინც გამოფხიზლდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იცით რა არის „ოცნების“ პოლიტიკა დღეს ? – არ გავაკეთო არაფერი და ასე ჩუმად შემოვრჩე უფრო დიდი ხანი - მივლენ ახლა აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გასვენებაში, მწუხარებას გამოთქვამენ, ხარჯებსაც დაფარავენ და ორ კვირაში ყველა დაივიწყებს მომხდარს. საშიში ქალაქი კი მორიგ შემთხვევას დაელოდება“,- განმარტავს ანა დოლიძე.



სალომე ლემონჯავა

თეგები:
ანა დოლიძე



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up