„დავებისა და პრობლემური ურთიერთობების  მიზეზი მეტწილად არასწორად შედგენილი ხელშეკრულებებია“

„დავებისა და პრობლემური ურთიერთობების მიზეზი მეტწილად არასწორად შედგენილი ხელშეკრულებებია“

access_time2019-03-12 17:00:59

რა როლი აქვს ხელშეკრულებას დავების რეგულირების პროცესში? - ამ საკითხზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტზე“, გადაცემაში  „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“. გადაცემის წამყვანის კითხვებს ადვოკატი ანა ჯალაღონია პასუხობდა.


„დავებისა და პრობლემური ურთიერთობების  მიზეზი მეტწილად არასწორად შედგენილი ხელშეკრულებებია. ხელშეკრულება არის სადაზღვევო ფურცელი, ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს წარმოებული დავების დარეგულირება სასამართლომდე.  ჩვენ შეგვიძლია ხელშეკრულების საშუალებით გავთვალოთ ბევრი რისკ-ფაქტორი, შევქმნათ მექანიზმები და რეაგირების პროცედურები. ეს ყოველივე ამარტივებს  რეაგირების შესაძლებლობას და ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის,რომ დაიზოგოს დრო და მოიძებნოს ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი.


როგორც არ არსებობს ერთიდაიგივე იურიდიული პირი, ისე არ არსებობს ხელშეკრულების ერთიდაიგივე შემთხვევა, ამიტომ არასწორია, როცა შაბლონურ ხელშეკრულებებს იყენებენ. მასში სწორად უნდა გაიწეროს ის, თუ ვის შორის ხდება შეთანხმება, რამდენად თანაბარი სამართლებრივი, სოციალური სტატუსია, ვის რა რისკ ფაქტორები და ვალდებულებები აქვს.  აუცილებელია იმის გაწერაც, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა დავა წარმოიშვება, როგორ ვრეაგირებთ და რა მექანიზმები გვაქვს.


ხელშეკრულების გაფორმება, პირველ რიგში, მხარეების შესწავლით  იწყება, ვსწავლობთ იმას, თუ როგორი და რა სახის პრობლემა შეიძლება წარმოიშვას, ვინ არიან კონტრაგენტები. ვრცელია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა გათვალოს ხელშეკურლებამ. ამდენად იგი სადაზღვევო პოტენციალის მქონეა



მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რა მნიშვნელობა აქვს წინარე ხელშეკრულებას. ბეს ხელშეკრულება ნაკლებად გულისხმობს დამატებითი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, წინარე ხელშეკრულების შემთხვევაში კი იწერება დამატებითი ზიანის ანაზღაურება. მისი შედგენა სასარგებლოა მაშინ, როცა ხდება მშენებარე ბინის ყიდვა. ხშირად, რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ არ მოხდეს მთავარი ხელშეკრულების დადება და ასეთ დროს წინარე ხელშეკრულება დაიდოს. ეს ნამდვილად კარგი მექანიზმია, იგი ორივე მხარის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას გულისხმობს.  უძრავი ქონების ყიდვისას, აუცილებელია, გაიმიჯნოს ის, თუ რას ყიდულობს კონკრეტული პირი, უნდა გაიწეროს და გაიმიჯნოს ნახაზებით უძრავი ქონება  და შემდგომ მოხდეს შეძენა.


რაც შეეხება სესხებს, არის ასევე შემთხვევები, როცა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ხდება სესხის გაცემა, რაც ორივე მხარისთვის ნამდვილად სარისკოა. მინდა ვისაუბრო ასევე კრედიტის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც ადრე არასწორად იყო აღქმული. კრედიტი ეს არის კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში აღებული სარგებლიანი სესხი, რომელიც რეგულირდება შესაბამისი მუხლითა და პუნქტებით.  ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სანამ ხელშეკრულებას მოაწერთ ხელს, წაიკითხოთ ვალდებულებები,რომლებსაც ხელს აწერთ,“ - ამბობს ანა ჯალაღონია.

 


კომერსანტი





„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს

„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს
access_time2020-10-20 10:00:08
მმართველი გუნდის ეპიდსიტუაციასთან გამკლავების სტრატეგიას განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, აქტიურად აკრიტიკებს თითოეული მოწინააღმდეგე პარტია. თუმცა ... ორ კვირაში არჩევნებია, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს.  „კომერსანტი“ დაინტერესდა თავად პარტიებს რა გეგმა აქვთ  გამწვავებულ ეპიდსიტუაციასთან გასამკლავებლად, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა მათ პროგრამაში, გარდა ეკონომიკური პროგრამებისა, რომელზეც დაუსრულებლად...

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დააგროვეთ უნიქარდის ქულები ფეიუნიქარდის საერთაშორისო საგადახდო ბარათებით შეზღუდვების გარეშე

 დააგროვეთ  უნიქარდის ქულები ფეიუნიქარდის  საერთაშორისო  საგადახდო ბარათებით შეზღუდვების გარეშე
access_time2020-10-20 10:30:41
ფეიუნიქარდი საქართველოში პირველი  ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც უნიქარდთან ერთად ელექტრონულ საფულესთან  დაკავშირებულ   Unicard Visa და  Unicard Mastercard  ბარათებს გთავაზობთ. ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნანა ქებურიას ვესაუბრეთ. როდიდან შეძლებენ მომხმარებლები...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...


მსგავსი სიახლეები

up