ანა ჩანგიანი  - A პუნქტიდან B პუნქტამდე

ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე

access_time2021-06-08 14:05:23

ყველა საქმიანობა პიროვნების ხასიათიდან იწყება. გარდა იმისა, რომ ანა დადებითი პიროვნებაა, ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი და უშრეტი ენერგიის პატრონია. მას პიარისა და ლოჯისტიკის საოცარი ნიჭი გააჩნია. ზუსტად აღიქვამს ადამიანებსა და გარემოს. ჩემი აზრით, ეს ის თვისებებია, რითიც ანა გამოირჩევა და რაც პირველ რიგში სჭირდება მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებს. ამასთან ერთად, ის ძალიან გონიერი ადამიანია, რომელსაც სწორი PR გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია”, - ასე აფასებს მხატვარი ნიკუშა შენგელაია ბრენდინგისა და PR სპეციალისტს ანა ჩანგიანს, რომლის მოღვაწეობაც ამ სფეროში 9 წელიწადს ითვლის.

 

თუმცა, მას საზოგადოება თავდაპირველად თექის სპეციალისტად, შემდეგ უამრავი კულტურული, საქველმოქმედო აქციების ორგანიზატორად იცნობდა. შემდეგ იყო უამრავი პროექტი, დიდი და პატარა კომპანიები, სტრუქტურა და ორგანიზაცია, რომლებთანაც ანა წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.

 

თიკა რუხაძე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი:

 

ანას დიდი ხანია ვიცნობ. მე თავად ვარ კომუნიკაციებისა და პიარის სპეციალისტი, ამიტომ ხშირად გადაკვეთილა ჩვენი გზები სახელოვნებო თუ სხვა ტიპის ღონისძიების ჩატარებისას ან სხვადასხვა ორგანიზაციის PR კამპანიის წარმართვისას. ვფიქრობ, რომ ანა ძალიან კარგი ადამიანია და თავის გარშემო ყოველთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. გუნდურადაც კარგად მუშაობს და მინახავს, ინდივიდუალურადაც როგორ აკეთებს პროქტებს, ამიტომ მას,  როგორც კვალიფიციურ პიარსპეციალისტს, მე ნამდვილად ვენდობი. პიარში მთავარია, სწორად ხედავდე, სწორად გესმოდეს და სწორ კომუნიკაციას გეგმავდე. საზოგადოებამდეც სიმართლე ყოველგვარი ტყუილისა და შელამაზების გარეშე უნდა მიგქონდეს და ანას ეს ნამდვილად შეუძლია. მას აქვს სწორი პროფესიული ხედვა და მიმაჩნია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ღირსეული ადამიანია, რომელიც ამ სფეროში მუშაობს.

 

ანას ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა ცალკე საქველმოქმედო მხარე, რომელსაც ყოველწლიურად, სხვადასხვა ორგანიზაციასთან თუ პიროვნებასთან თანამშრომლობით ახორციელებდა.

 

ანუკი არეშიძე, დიზაინერი:

 


ანა არის უაღრესად კეთილი, სანდო, პოზიტივის მატარებელი ადამიანი. მძიმე და რთულ მომენტებში, რომელიც ერთად ხშირად გადაგვიტანია, არის უერთგულესი და ძალიან ენერგიული. მიზანს თუ დაისახავს, მთას მიიყვანს მუჰამედთან და მაინც ბოლომდე მიაღწევს მიზანს. სასწაული უნარი აქვს ადამიანები მის სწორ იდეებში, სწორად დაარწმუნოს, ასევე, შექმნას მეგობრული გარემო ახალ ნაცნობებთან. მოტივირებულია, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, მეტ ადამიანს დაეხმაროს და მისი სიკეთე უამრავ პატარაზე გადაანაწილოს. ანა რომ არა, ბევრ პროექტს ნამდვილად ვერ განვახორციელებდი და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვერ გავახარებდი. ანა არის ადამიანი, ვისი იმედიც მუდამ უნდა გქონდეს, ყველაზე რთულ დროსაც კი!

 

ყველაფერი საინფორმაციო პორტალ “ კვირადან” დაიწყო, როგორც კომერციულმა დირექტორმა. მალევე მიხვდა, რომ მისი უნარები საშუალებას აძლევდა პიარის მიმართულებითაც დაეწყო მუშაობა. დიდი გამოწვევებისა და გამოცდილების  შემდეგ, იყო შემოთავაზებები საქართველოს მოწინავე რიგებში მყოფი მსხვილი კომპანიებისგანაც.

 

 

მარიამ ქუთათელაძე, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი:

 

ანამ ჩვენთან, თითქმის, 4 წლის განმავლობაში იმუშავა. მე ამ გუნდს 1 წლის წინ შევუერთდი და მინდა გითხრათ, რომ ასეთი შრომისმოყვარე ადამიანი ძალიან ცოტა შემხვედრია. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა დღეა ან დღის რომელი მონაკვეთი - მუშაობა არასდროს ეზარება. რაც ყველაზე მთავარია, საქმეს ძალიან ხარისხიანად და გემოვნებით აკეთებს. ჩვენს კომპანიაში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძალიან სწრაფად გვიწევდა ღონისძიების ჩატარება და გარკვეული დროით ადრე დაგეგმვის ფუფუნება არ გვქონია. შესაბამისად, ანაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობდა და სხვადასხვა ღონისძიებას აორგანიზებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად, მას შეუძლია, დამკვეთს მომსახურება ყველაზე იაფად შესთავაზოს. ძალიან შრომისმოყვარე და საქმისთვის თავდადებული ადამიანია. ალბათ, როცა შენი საქმე არ გიყვარს, ასეთი კომპეტენტური და კარგი ვერ იქნები. ასე რომ, ყველგან და ყოველთვის მე მას რეკომენდაციას გავუწევ.

 

„მრავალწლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდებოდა პრ-ისა და კონსალტინგის კუთხით დახმარება. 8 წლის მანძილზე, 30-ზე მეტ კომპანისთან მქონდა ურთიერთობა.  თითოეული მათგანი ჩემთვის ოჯახია,  დღესაც ვგულშევმატკივრობ და მინდა რომ მიაღწიონ წარმატებას მაქსიმალური შედეგით. ამ წლებმა მომცა დიდი გამოცდილება და ანალიზის უნარი თუ რას ნიშნავს ადამიანებისთვის პიარი და რა შედეგს ელიან ამ მომსახურებიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი იყოს ის, რომ მცირე ბინესისთვის პიარი და კონსალტინგი უცხო ხილია, რომელიც მათთვის აღიქმება ფუფუნებად. ამ დროს კი, როცა ყველაფერი შეიცვალა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული და სწორი სტრატეგიის განსაზღვრაა საჭირო, სწორედ პიარმომსახურებაა ის ინსტრუმენტი, რომლის შესაძლებლობებიცა და ღირებულებაც ყველაფერს და ყველას ერგება. მთავარი მისი ამ სფეროს სწორედ გაცნობა და გამოყენებაა.


ამ მიზნით, რომლის განხორციელებასაც ძალიან დიდი ხანი ვგეგმავდი, სრულიად მოულოდნელად და ამასთანავე დროულად, შეიქმნა ბრენდინგისა და კონსალტინგის კომპანია „ქოლგა“.  ჩვენი გუნდის, მთავარი მიმართულება არის რეკომენდაციები და კონსულტაციები, ტრენინგებისა და მასტერკლასების დახმარებით ნებისმიერი კომპანიის თანამგზავრობა და არა მათი რეკლამირება. ხშირად ადამიანები აწარმოებენ  არაჩვეულებრივ პროდუქტსა თუ მომსახურებას, მაგრამ მათ უჭირთ დროის დელეგირება, სწორი კომუნიკაცია და მომხმარებლისთვის თავიანთი პროდუქტის სწორად მიწოდება“.


 


„თავიდანვე მსურდა, რომ ჩემი გუნდის წევრები კრეატიული, განსხავებული ხედვებით და თანამედროვე გემოვნების მქონე ახალგაზრდები ყოფილიყვნენ და სწორედ მათი რჩევებით განმესაზღვრა ის მომავალი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, ახალ თაობას უზარმაზარი პოტენციალი, სხვანაირი ხედვები და მიდგომები აქვთ. ეს კი მნიშვნელოვანია. ეს ასეც მოხდა - ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს!“,- ამბობს ანა და დასძენს, რომ „ქოლგა“ არასდროს გახდება მომხმარებლისთვის ყავარჯენი, რომელსაც ყოველთვის დაეყრდნობიან, მისი თქმით, „ქოლგა“ არის ინსტრუმენტი, რომელმაც A პუნქტიდან B პუნქტამდე უნდა მიაცილოს მომხმარებელი.

 

 

R




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up