ანა ბიერდე - მინდა საქართველოს მივულოცო პანდემიის კარგი მართვა, ქვეყანამ თავიდანვე გამოიჩინა თავი, ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული

ანა ბიერდე - მინდა საქართველოს მივულოცო პანდემიის კარგი მართვა, ქვეყანამ თავიდანვე გამოიჩინა თავი, ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული

access_time2021-06-18 21:40:00

მინდა საქართველოს მივულოცო პანდემიის კარგი მართვა, ქვეყანამ თავიდანვე გამოიჩინა თავი ,ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო პანდემიისთვის მზად იყო როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის კუთხით.


„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოში დავბრუნდი. 2015 წელს ვიყავი პირველად. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 2020 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის , მათ შორის საქართველოსთვის და მინდა დავიწყო ჩემი სიტყვა იმით, რომ საქართველოს მივულოცო ასეთი კარგი მართვა. თავიდანვე გამოიჩინა თავი ქვეყანამ, ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა მზად იყო ჯანდაცვის კუთხით ამ პანდემიისთვის. ეკონომიკურადაც მზად იყო იმიტომ, რომ მხარდაჭერა იყო უზრუნველყოფილი ოჯახებისადმი და დარგებისადმი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ ბუფერული ზონა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის დარგებისთვის იმიტომ, რომ თავიდან დაიწყო როგორც ჯანდაცვის კრიზისი, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ ეკონომიკური კრიზისიც გამოვლინდა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თავიდანვე გვთხოვეს დახმარება, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოგვმართა დახმარებისთვის და ჩვენ საგანგებო რეჟიმში უზრუნველვყავით დახმარება. ახლახანს მაგალითად ჯანდაცვის სფეროში, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში უზრუნველვყავით დახმარება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მრავალპლატფორმული დახმარება გვაქვს საქართველოსთვის. ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა და სტრატეგია საქართველოში ხორციელდება ვაქცინაციის კუთხით და ეს არის მხოლოდ ერთი არხი ან ერთი საშუალება, მრავალ არხობრივი დახმარებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შესყიდვები სწორედ მოხდეს და მოხდეს ვაქცინაციის პროცესის მართვა. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას შემდგომშიც, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში. ამ კალენდარული წლის ბოლოსთვის 60 % არის სამიზნე მაჩვენებელი და იმედი მაქვს, გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ქვეყანა“,- განაცხადა ანა ბიერდემ.


მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჯანდაცვის სფეროს გარდა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაძლიერებაში.



„ეს ის სფეროა, სადაც მთელ რეგიონში ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს ჩვენი კლიენტი ქვეყნებიდან და ჩვენ საქართველოს დიდი სიამოვნებით ვეხმარებით ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ამ კუთხით ჩვენთვის აქტუალური გახდა ეს დარგი“, - განაცხადა ანა ბიერდემ.


ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up