ან ლინდე - „საქართველოს ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“

ან ლინდე - „საქართველოს ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“

access_time2020-10-02 13:20:17

2020 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ან ლინდესთან. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.



შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.



„შვედეთი საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია. ამ ქვეყნის ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მედეგობისთვის“ - განაცხადა ან ლინდემ.




ლინდე მიესალმა ძალისხმევას საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი შეუწყოს მომავალი არჩევნებისთვის ეუთო/ოდირ-ის გეგმის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიას და აღნიშნა, რომ შვედი დამკვირვებლები უკვე საქართველოში იმყოფებიან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი განხორციელდება მსოფლიოში პანდემიის მიუხედავად: „შვედეთი ხელს შეუწყობს პროცესს რამდენადაც ეს შესაძლებებელია. ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად“.



„კონფლიქტების რეზოლუცია ეუთო-ს რეგიონში იქნება ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულება. რა თქმა უნდა იგულისხმება, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ეუთო-ს ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით, ჩვენ შევეცდებით გადაწყვეტისაკენ მიახლოვდეს კონფლიქტი საქართველოში. დღეს, ჩვენ ასევე განვიხილეთ მოვლენების ძალიან შემაშფოთებელი განვითარებები მთიან ყარაბაღსა და ბელარუსში, რასაც სამწუხაროდ მოჰყვა ადამიანური, მათ შორის მშვიდობიანი მსხვერპლი. როგორც ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე, მე სრულად ვემხრობი მინსკის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებს და მათ მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს სამხედრო მოქმედებები და გაგრძელდეს მოლაპარაკებები რათა გამოინახოს კონფლიქტის მოგვარების მდგრადი გადაწყვეტილება“ - თქვა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.



ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up