ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

access_time2020-04-01 15:11:43

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


„მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან.


საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეების მოწყობას, ორგანიზებას და ოპერირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს.


ამსტერდამი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები სასტუმრო „მოქსსა“ და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გადანაწილდნენ, სადაც საკარანტინო ზონებია შექმნილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი „რაკია ჯორჯიას“ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“, ხოლო ჯი-ემ-თი ჯგუფს სასტუმრო „მოქსი თბილისის“ საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობისთვის მადლობას უხდის.



„31 მარტს, ღამით საქართველოში ჩამოფრინდა ამსტერდამი-თბილისის გეგმიური რეისი და საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა. თითოეული მათგანი ახლად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადავიყვანეთ, სადაც 14 დღე მოუწევთ გატარება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ სასტუმროების მფლობელებსა და მმართველებს, რომლებმაც სასტუმროები საკარანტინო ზონებისთვის უსასყიდლოდ დაგვითმეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საკარანტინო სივრცეების მოძიებას და შემდეგომ მართვას, ამ ეტაპზე ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროსთან ვთანამშრომლობთ.-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.



საკარანტინო ზონებში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდუალური სამედიცინო ინვენტარით და ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.


ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-მდე ადამიანია განთავსებული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს
access_time2020-09-22 16:00:20
„თუ არ ვართ უკეთესები, მაშინ დაიდგით, გასინჯეთ და შემდეგ შეადარეთ სხვა წყლებს“, - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ახალი პროდუქტი „მთის წყალი“ ამბიციური განცხადებებით წარადგინა. არის თუ არა „მთის წყალი“ საუკეთესო მტკნარი წყლის ბაზარზე და როგორ ხვდებიან ამ სფეროს წარმომადგენლები ახალი კონკურენტის გამოჩენას - ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“ კომპანია „წყალი მარგებელი“ დაუკავშირდა. როგორც „კომერსანტს“ „წყალი მარგებელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანა...

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა
access_time2020-09-22 12:30:19
„მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა...

12:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2850 ლარი ღირს

12:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2850 ლარი ღირს
access_time2020-09-22 12:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2350 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2850 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2050 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2810...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
access_time2020-09-22 09:55:58
ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად: დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას. აქცია გაგრძელდება 1 ნოემბრამდე. „ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება სკოლების,...


მსგავსი სიახლეები

up