ამოუცნობი მომაკვდინებელი ვირუსი ჩინეთიდან ევროპისკენ დაიძრა - რა საფრთხე ელის საქართველოს

ამოუცნობი მომაკვდინებელი ვირუსი ჩინეთიდან ევროპისკენ დაიძრა - რა საფრთხე ელის საქართველოს

access_time2020-01-20 15:30:29

მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე დგას, ბოლო პერიოდში ისედაც მომრავლებულ ვირუსებს შესაძლოა ჩინეთიდან ახალი ამოუცნობი მომაკვდინებელი ვირუსის ტალღაც შეემატოს. ჩინეთში ახალი უცნობი ვირუსით დაინფეცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, 20 იანვრის მდგომარეობით, ექიმებმა 198 დადასტურებული შემთხვევა დაარეგისტრირეს.


„Deutsche Welle" წერს, რომ ამოუცნობ ვირუსულ ინფექციას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამის შესახებ სააგენტოს, ჩინეთის ქალაქ ვუჰანის მუნიციპალურ ჯანმრთელობის კომიტეტში განუცხადეს, სადაც პირველად აღმოაჩინეს აღნიშნული უცნობი ვირუსი.


გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ჩინეთის საავადმყოფოებში ამოუცნობი ვირუსის გამო, 170 ადამიანი მკურნალობს, 35 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო 9 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამავე ვირუსისგან განკურნებული 25 ადამიანი კი საავადმყოფოებიდან უკვე სახლში გაწერეს. გარდა ამისა, 126-მა პაციენტმა დაავადების მსუბუქი ფორმა გადაიტანა.


ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური დადასტურებით, 60 ადამიანი, რომელებმაც ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს, დღემდე უცნობი ვირუსით არიან დაავადებულნი. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადებულთა რიცხვი გაცილებით მეტია და ის შესაძლოა 1700-ს აჭარბებდეს.


თავად ამოუცნობი ვირუსის შესახებ, ცნობილია ის, რომ ის კორონავირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი ვირუსის პირველი შემთხვევები ქალაქ ვუჰანის ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზარში დაფიქსირდა, სადაც ზღვის პროდუქტებთან ერთად, მღრღნელები, ფრინველები, კურდღლები და ქვეწარმავლებიც იყიდება, სავარაუდოდ კი ამათგან ერთ-ერთი სახეობა ვურუსული ინფექციის წყარო გახდა.



მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსი 2013 წელს საუდის არაბეთში დაფიქსირდა. ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლენილია იორდანიაში, ყატარში, ტუნისსა და ევროპაში.


ახალი უცნობი ვირუსი იწვევს ხველებას, სიცხესა და ფილტვების ანთებას. გასული წლის დეკემბერში ვირუსის შემთხვევა ჩინეთში, შემდეგ კი ტაილანდში დაფიქსირდა.


იაპონიაში მცხოვრებ 30 წლის ჩინელს ოფიციალურად დაუდგინდა კორონავირუსი, რომელიც, ცოტა ხნით უხანში იყო ჩასული, რის შედეგადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად უკვე იაპონიაშიც დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Kyodo News-ი ავრცელებს.


შეერთებული შტატები უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა გამოსავლენად ქვეყნის სამ აეროპორტში ჩინეთიდან შესული მგზავრების შემოწმებას იწყებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან შემოსული მგზავრების სკრინინგი დაიწყება. მათი თქმით, ვირუსი ჩინეთის გარდა, იაპონიასა და ტაილანდშიც გავრცელდა.


ამის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ბრიტანელი სპეციალისტები ვირუსის სწრაფად გავრცელებას არ გამორიცხავენ. ჩინეთის ჯანდაცვაში კი მიიჩნევენ, რომ პანდემიის საფრთხე ჯერ არ არსებობს, რადგან ახალ ვირუსს ადამიანები ერთმანეთს ვერ გადადებენ, ამისათვის ვირუსმა სახე უნდა იცვალოს.


საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ პნევმონიის გამომწვევ ახალ ვირუსს ნაცნობი რესპირაციული დაავადებების მსგავსი სიმპტომები აქვს. ამ ეტაპზე ცენტრში ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდებიან, მანამდე კი აეროპორტებში მგზავრების სამედიცინო შემოწმების აუცილებელი არ არის.


გაზეთი „რეზონანსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up