ამოტრიალებულ ავტომობილებზე ჰეშთეგი #მეტისიცოცხლე გამოჩნდა -  აქცია მძღოლზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის

ამოტრიალებულ ავტომობილებზე ჰეშთეგი #მეტისიცოცხლე გამოჩნდა - აქცია მძღოლზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის

access_time2019-04-12 19:00:59


#მეტისიცოცხლე - ეს ჰეშთეგი დღეს, რამდენიმე დღის წინ, თბილისის სხვადასხვა უბანში დამონტაჟებულ ამოტრიალებულ მანქანებზე გამოჩნდა. კამპანიის დანიშნულება და ავტორი კვლავ საიდუმლოდ რჩება. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, აქციის მიზანია, მძღოლზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რომ უფრო ფრთხილი და პასუხისმგებლიანი გახდეს.


არასამთავრობო ორგანიზაცია, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილისთვისაც უცნობია ვის ეკუთვნის ამოტრიალებული მანქანების იდეა, მაგრამ კამპანიას დადებითად აფასებს.


„ახალი სლოგანით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის საგზაო უსაფრთხოებისკენ მიმართული კამპანია. ვფიქრობდით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო კომერციული, მაგრამ როგორც დღეს გამოჩნდა იგი საგზაო უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩემი აზრით, იდეა არც არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით, შეიძლება ჩართულები არიან, მაგრამ აქ სხვა რამეა მთავარი - მძღოლზე მოხდეს ფსიქოლოგიური ზემოქმედება, „დაფრთხნენ“ და მართონ მანქანა ფრთხილად.“


დავით მესხიშვილის განცხადებით, ამგვარი აქცია სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა და დადებითი შედეგიც მოჰყვა.


„ნამდვილად ამართლებს მსგავსი კამპანიები, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანას ჩაუტარებია ამგვარი კამპანია და ყველას წინ უძღოდა საფუძვლიანი კვლევა. მაგალითად, კანადაში კარგად იმუშავა და ავტო საგზაო შემთხვევებმაც დაიკლო. არის ქვეყნები, სადაც მსგავს აქციას აგრესია მოჰყვება და პროტესტიც გამოიწვია. რეაგირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. პირადად მე იდეა მომეწონა, არც გაოცება გამოუწვევია. მთავარი აჟიოტაჟი კი არა, შედეგია, რომელიც შეიძლება დათვლადი გახდეს. კარგი იქნებოდა ამ აქციის მაგისტრალებზე გამოყენება, რადგან იქაც საჭიროა მძღოლებს შევახსენოთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სიჩქარეს,“ - ამბობს მესხიშვილი.


ფაქტია, დაზიანებული მანქანების ამ ფორმით ქუჩაში განთავსებას თბილისის მერიის ნებართვა სჭირდება. თუმცა მერიაში კამპანიის ავტორის ვინაობას არ ასახელებენ. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა გაცხადებული, რომ იდეის მიზანი და ავტორის ვინაობაც, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.


ნათია ლომიძე





იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up