აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს

access_time2021-10-20 19:00:27

ბოლო 2-3 წელია, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს ებრძვის და რამდენიმე ათასი ერთეულის ამოღება ოფიციალურადაც დაადასტურა. თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აშკარად ამჟღავნებენ. ენერგეტიკოს გია არაბიძეს აღსრულების მექანიზმი სუსტი ეჩვენება. თუმცა ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის ამოღების ფაქტების საფუძველზე ასკვნის, რომ აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს ენერგომოხმარება 5-7%-ის ფარგლებში შეამციროს.



,,მაინინგს აფხაზეთი ებრძვის კანონმდებლობის საფუძველზე, მაგრამ რეალურად არაფერი გამოდის. რამდენიმე ერთეულს თუ ამოიღებენ, პარალელურად ჩანაცვლებაც ხდება, ძალიან უმართავი პროცესია. ამიტომ ეს ბრძოლაც, მოჩვენებითი თუ არა, ნაკლებად რეალურია. მიუხედავად ამისა, გარკვეული პროტესტი შინიშნება მაინინგის მიმართ აფხაზურ საზოგადოებაში, ამას ვერ უარვყოფ, ვინაიდან ელექტროენერგიის დიდი პრობლემაა, ამას იქ ყველა აცნობიერებს. რამდენადაც ჩემთვის აფხაზური წყაროს მხრიდან არის ცნობილი, ბოლო პერიოდში ჯამში 1300 ერთეული მაინერი არის ამოღებული. ენერგეტიკაში თუ გადავიყვანთ, ეს არის დაახლოებით 300 კვტ/სთ დადგმული სიმძლავრე ანუ აფხაზეთის საერთო მოხმარების 5-7%, რაც პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებს“, - აცხადებს გია არაბიძე ,,კომერსანტთან“.



ენერგეტიკოსის შეფასებით, აფხაზეთში ენერგომოხმარების შესამცირებლად მნიშვნელოვანია გადახდისა და აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება, რა მხრივაც დიდი პრობლემაა.



,,როგორც არ უნდა ებრძოლონ მაინინგს, ამ ბიზნესს აფხაზეთში იმხელა ლობი ჰყავს, რომ ხელის ერთი მოსმით ვერაფერს გახდებიან. პრობლემა კი სულ იქნება, სანამ გადახდის და აღრიცხვის საკითხს არ მოაგვარებენ. მაინინგთან დაკავშირებით კანონიც მიიღეს, ინტერნეტის მომსახურებაზე შეზღუდვები დააწესეს, აქტიურად მიდის მუშაობა, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს.  მეეჭვება აქედან რამე გამოვიდეს, დრო გადის და უფრო და უფრო იზრდება ქართულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება, რაც რეგიონში ენერგომომარაგების მხრივ ვითარებას აუარესებს“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.




შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მოპოვებაზე არავითარი რეგულაციები არ ვრცელდებოდა. 2018  დე-ფაქტო ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის მომპოვებლებს, მაინერებს, საქმიანობა აუკრძალა.



გავრცელებული ინფორმაციით,  კრიპტოვალუტას ძირითადად მმართველი ელიტა მოიპოვებს. ლაპარაკობენ ასევე რუსი ბიზნესმენების ჩართულობაზე, მაგრამ ბრალდებების მთავარი სამიზნე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მისი გარემოცვაა.



ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განკარგულების შემდეგ, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგ აპარატურის იმპორტს კრძალავს, კრიპტო მაინინგის მოწყობილობების დაახლოებით 40% იქნა ამოღებული. ამის შესახებ დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალიას ლაბახუამ განაცხადა.

 


მისვე ინფორმაციით,  2016 წლიდან დღემდე აფხაზეთში 66 857 მაინერი შევიდა, ხოლო 27 124 ერთეული, დაახლოებით 40% გავიდა.



თავის მხრივ, დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ ხეციამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 30 მარტიდან  საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, მდინარე ფსოუს გასწვრივ, კრიპტოვალუტის მოპოვების 63 ერთეული ტექნიკა ამოიღეს.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up