„ამის უფლება არ აქვთ“ - თიზ-ებში სავაჭრო კომპანიებისთვის მოგების გადასახადზე შეღავათი უქმდება

„ამის უფლება არ აქვთ“ - თიზ-ებში სავაჭრო კომპანიებისთვის მოგების გადასახადზე შეღავათი უქმდება

access_time2021-04-05 10:00:58

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ მოქმედი საგადასახადო პრაქტიკა შეცვალა და სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდას სთხოვს.


თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თიზ-ში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა, რომელშიც შედის: ა) იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა; ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შესაბამისად, ყველა სხვა საქმიანობა თიზ-ში ნებადართულია და  მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია.


როგორც „კომერსანტთან“ თიზ-ების წარმომადგენლები აცხადებენ, მწარმოებელი კომპანიების მიმართ საგადასახადო უწყებას არ აქვს მოგების გადასახადის მოთხოვნა. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა აუდიტის დეპარტამენტი მოკვლევის მიზნით უკავშირდება  საქართველოს თიზ-ებში რეგისტრირებულ სხვადასხვა სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით.


ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ თიზ-ში არსებული სავაჭრო კომპანიები, რომლებიც ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ მოგების გადასახადს არასოდეს იხდიდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ მიმართ შემოსავლების სამსახურმა დამოკიდებულება შეცვალა და მოგების გადასახადის გადახდას სთხოვს.


„მიდგომა, რაც 10 წელი იყო უცვლელი და სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციაშიც იყო გაწერილი, შეიცვალა. სავაჭრო კომპანიები, რომლებიც იმპორტ-ექსპორტით იყვნენ დაკავებულები, მათ მიმართ კანონმდებლობა ცალსახად საუბრობდა რომ ეს არ იყო აკრძალული საქმიანობა, თავისთავად რაც არ არის აკრძალული - ის ნებადართულია, ამიტომ გათავასუფლებული იყო მოგების გადასახადისგან და ეს პრაქტიკა მუშაობდა 10-12 წლის განმავლობაში. თუმცა, ახლა შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამოკიდებულება შეიცვალა და ისინი თიზ-ში კომპანიებთან რეკავენ და რეკომენდაციის სახით ეუბნებიან, რომ მოგების გადასახადი უნდა გადაიხადონ. თუმცა, როდესაც კომპანიები ეკითხებიან თუ რა კანონმდებლობაზე არის დაყრდნობილი ეს რეკომენდაცია, ამაზე სრულფასოვანი პასუხის გაცემა არ ხდება. არც კანონმდებლობაშია რაიმე ცვლილება დაფიქსირებული ამასთან დაკავშირებით.


აქ არის საუბარი უშუალოდ იმაზე, რომ თიზ-ის ნებადართულ საქმიანობებში არ არის ჩაწერილი სიტყვა ვაჭრობა, მიუხედავად იმისა რომ ის არც აკრძალულ საქმიანობაშია მითითებული. შესაბამისად ლოგიკური და სამართლებრივი პოზიცია არის ის, რომ რაც აკრძალულში არ წერია ითვლება ნებადართულად და რაც ნებადართულია კოდექსის მიხედვით განისაზღვრება როგორც მოგების გადასახადის არაქვემდებარე ოპერაცია. დამატებით თიზ-ის კანონი ამბობს, რომ საბაჟო-საგადასახადო კოდექსი არის ის იურიდიული რეგულაცია, რომელიც დამატებით განსაზღვრავს გადასახადების საკითხებს ჩვენთან მიმართებაში და როგორც გამიჯვნამდე, ისე მის შემდეგ საგასახადო-საბაჟო კოდექსში ცალსახად წერია ნებადართულ საქმიანობაში თიზ-ში პროდუქციის შეტანა, გატანა და ა.შ.“ - აცხადებს სოსო ნიბლაძე.



ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი თიზ-ების კანონის ცვლილების აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ შემოსავლების სამსახური უკვე თვითონაც აღიარებს, რომ კანონმდებლობა მოძველებულია და დასახვეწია.


„ამ თემასთან დაკავშირებით, მიმდინარებს კოორდინაცია ფინანსთა სამინისტროსთან. წლებია ვსაუბრობთ, რომ კანონმდებლობა ბევრი სხვა მიმართულებითაც დასახვეწია და ის მოძველებულია, აუცილებელია მისი ცვლილება, მაგრამ ადრე რეაგირება ნაკლები იყო. სტრუქტურა უკვე თვითონაც აღიარებს, რომ კანონმდებლობა დასახვეწია.


საქართველოში ყველა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა სავაჭრო კომპანიების მოზიდვაზე, ამისთვის დიდი რესურსიც იხარჯებოდა, ასევე ინფრასტრუქტურული გამართვის კუთხით, მათ შორის სასაწყობე მეურნეობების განვითარების კუთხით, იქმნებოდა მნიშვნელოვანი ღირებულებები დასაქმების და პირდაპირი შემოსავლების კუთხით (საბაჟო დეკლარაციები და სხვა გადასახადები), ახლა კი ყველაფერი რთულდება, რადგან ყოველთვის როდესაც არის ორაზროვნება ეს ქმნის რისკებს, შესაბამისად როცა კომპანიამ იცის ეს არის მოცემულობა და კანონმდებლობა, მაგრამ გადის ამდენი დრო და პოზიცია უცებ იცვლება, ძალიან ცუდია. აშკარაა რომ თვითონ სტრუქტურა ინფორმირებული იყო რომ თიზ-ებში ასეთი კომპანიები ოპერირებენ, პროდუქციის დეკლარირება ხდებოდა და ა.შ. მაგრამ მოგების გადასახადის მოთხოვნის არც ერთი პრეცედენტი აქამდე არ დაფიქსირებული. გაუგებარია რატომ არის ასეთი შეცვლილი დამოკიდებულება თიზ-ების მიმართ ახლა და ასეთი გააქტიურება“, - აღნიშნავს სოსო ნიბლაძე.


ფოთის თიზ-ის გენერალურ დირექტორ დავით ებრალიძე „კომერსანტთან“ ამბობს: დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მწარმოებელი კომპანიების მიმართ საგადასახადო უწყებას არ აქვს მოგების გადასახადის მოთხოვნა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი მოკვლევის მიზნით უკავშირდება  საქართველოს თიზ-ებში რეგისტრირებულ სხვადასხვა სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით.


ყველანი ვთანხმდებით, რომ თიზ-ების კანონი არის მოძველებული, რომელიც დიდი ხანია საჭიროებს განახლებას და ცვლილებების შეტანას, რისთვისაც თიზ-ების ადმინისტრატორები მზად ვართ პირისპირ განვიხილოთ ყველა საკითხი ყველა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურასთან, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე საკითხი დადებითად გადაწყდება ორივე მხარისთვის უმოკლეს ვადაში“, - განმარტავს დავით ებრალიძე.

 

„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და დამატებით დეტალებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up