სასამართლოს გადაწყვეტილებებმა  შეცვალეს განათლების სისტემაში არსებული ბიუროკრატიული მიდგომები - ამირან გიგუაშვილი

სასამართლოს გადაწყვეტილებებმა შეცვალეს განათლების სისტემაში არსებული ბიუროკრატიული მიდგომები - ამირან გიგუაშვილი

access_time2019-09-10 14:00:47


 თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, შეჩერდა სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედება. თავისი შინაარსით ეს უნიკალური გადაწყვეტილებაა, ვინაიდან საქმე ეხება ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის გამოც ასობით სტუდენტი და პროფესორ მასწავლებელი შუა სასწავლოს სემესტრში პრაქტიკულად ქუჩაში რჩებოდა.



ამ თემაზე კომერსანტი ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის ადვოკატს, ამირან გიგუაშვილს ესაუბრა:



— ბატონო ამირან, რატომ არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და რა გავლენას მოახდენს ზოგადად განათლების სისტემაზე?


- თავისი შინაარსით როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს, ისე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საგამონაკლისო და მათ უკვე შეცვალეს განათლების სისტემაში არსებული ბიუროკრატიული მიდგომები. ყოველგვარი გადაჭარბების და ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ამაში ცხადია არის ჩვენი დამსახურებაც, როგორც იმ საჩივრის ავტორებისა, რომლითაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უგუნური და მავნებლური გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ. საზოგადოებისათვის რომ უფრო ადვილად გასაგები იყოს, დავის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მარტის თვეში, არაგეგმიური შემოწმებისას, უმაღლეს სასწავლებელს გაუუქმა ავტორიზაცია და პრაქტიკულად შუა სასწავლო პროცესში, საგაზაფხულო სემესტრში დახურა. არავის უფიქრია არც იმაზე, რომ სტუდენტები ვეღარ მოახერხებდნენ სრულფასოვნად მობილობას სხვა უნივერსიტეტებში, არც იმ პედაგოგებზე, რომლებიც უმუშევრები რჩებოდნენ და არც ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. აი, ესე. შევიდნენ და დახურეს. გამოიყენეს ყველაზე მკაცრი სანქცია, მაშინ როდესაც ამის არანაირი საჭიროება და გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა. ჩვენ დავუსაბუთეთ სასამართლოს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, მავნებლური და პირდაპირ ლახავდა ასობით სტუდენტის და პროფესორ-მასწავლებლის ინტერესებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსგავს სიტუაციებში სასამართლო როგორც წესი არ იზიარებდა ხოლმე უნივერსიტეტების პოზიციას, თუმცა ამ შემთხვევაში პრაქტიკულად საგამონაკლისო გადაწყვეტილება მიიღო და სრულად დაგვეთანხმა წარდგენილ არგუმენტაციაში.




- რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეწყვეტას და ასობით სტუდენტის თუ პროფესორ მასწავლებლების უფლებების შელახვას?



- თეორიულად ეს, რა თქმა უნდა, დასაშვებია. თუ უნივერისტეტში ადგილი აქვს ისეთ არსებით დარღვევებს, როდესაც სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგალითად ყალბი დიპლომების დამზადება ან სხვა რამე მსგავსი, ცხადია ესეთი უნივერისტეტი მაშინვე უნდა დაიხუროს, მაგრამ როდესაც დარღვევების გამოსწორება შესაძლებელია უნივერისტეტებს უნდა მიეცეთ მათი გამოსწორების შესაძლებლობა, ან სასწავლო სემესტრის დასრულების შესაძლებლობა მაინც. სამწუხაროდ განათლების სისტემაში ბიუროკრატია ყოველთვის სიხისტით გამოირჩეოდა, რაც ხშირად ძალიან ვნებდა საზოგადოების სწორედ იმ ნაწილს, ვის ინტერესებსაც წესით ეს სისტემა უნდა იცავდეს. ვგულისხმობ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სწორედ სასამართლოს მიერ ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ, განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა მიდგომების გადახედვა დაიწყო და უფრო მეტი მოქნილობის ინსტრუმენტები დანერგა, რაც ცხადაი მისასალმებელია და კარგია თუ ეს ცივი შხაპი, ამ სისტემას, ანუ ბიუროკრატიას გამოაფხიზლებს.



- თქვენ ბიუროკრატიის გამოფხიზლება და ცივი შხაპი ახსენეთ. საზოგადოება ხშირად წუხს ბიუროკრატიული ლაბირინთების გამო სადაც ადამიანები ვერ პოულობენ სამართალს და შემდეგ უწევთ წლობით დავა სასამართლოებში. როგორც პრაქტიკოსი ადვოკატი, რას ფიქრობთ, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს მდგომარეობა?



- საშინელი სიტუაციაა ამ მხრივ და ეს არის ზოგადად ქვეყნის განვითარების მუხრუჭის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ეს ცხადია არ ეხება მხოლოდ განათლების სისტემას. ბიუროკრატია პრობლემაა ყველგან, მუნიციპალიტეტებში, შემოსავლების სამსახურში, სამინისტროებში. ჩინოვნიკები სხედან და ფიქრობენ ინსტრუქციებზე, რომლებსაც ვიღაც საზოგადოებისგან მოწყვეტილი სხვა ჩინოვნიკები წერენ. ქმიან ბარიერებს. ბიუროკრატია ყველა ინსტანციაში ასაჩივრებს მის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ასეთია წესი. ეს სამარცხვინო ტრადიცია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყველა ინსტანციაში უნდა გაასაჩივროს მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება თუნდაც სიმართლე აშკარად მოქალაქისკენ იყოს, სათავეს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან იღებს და გრძელდება დღემდე. ამიტომაც, ვფიქრობ რაც მეტ ცივ შხაპს მიიღებს ბიუროკრატია, მით უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილება, რომლითაც სასამართლო ფაქტობრივად დაგვეთანხმა, რომ ბიუროკრატიამ, როგორც განათლების სისტემაში, ისე ყველა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში ჭკუა უნდა ისწავლოს და გადაწყვეტილებები არა საზოგადოების საზიანოდ, არამედ მისი ინტერესებისთვის უნდა გამოიტანოს.


მარიამ მორგოშია





ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up