ამირან გამყრელიძის ვარაუდით, კვირის ბოლოს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები დაახლოებით 400-მდე გაიზრდება

ამირან გამყრელიძის ვარაუდით, კვირის ბოლოს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები დაახლოებით 400-მდე გაიზრდება

access_time2020-04-07 22:47:53

ვპროგნოზირებთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს კორონავირუსის 350-დან 400-მდე შემთხვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, აპრილის თვე და მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული, ამიტომ მოსახლეობამ ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

 

„ახალი ინფექციაა, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაიწყო, ვირუსის ქცევის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი, არსებობს ბევრი თეორია და ბევრი მათემატიკური მოდელი ამ დაავადების გავრცელების, მსოფლიო ჯერ ერთ ციფრზე ვერ ჯერდება, რამდენ ხანს გაგრძელდება. მეცნიერთა ერთი უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე კორონავირუსმა უკან უნდა დაიხიოს და წავიდეს კლებისკენ შედარებით როგორც ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა და რომ ის გადაიქცეს სეზონურ ვირუსად, რომელიც სიცივეში შეგვახსენებს ხოლმე თავს და შეიძლება იყოს უფრო რთული და მძიმე, ვიდრე გრიპის ვირუსი. ამიტომ, მუშაობენ მეცნიერები ვაქცინის შექმნისთვის. საქართველოში ვფიქრობთ, რომ აღმავალ ფაზაში ვართ, გვაქვს შემთხვევების მატება. ვპროგნოზირებდით გარკვეულად ჩვენ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა, კვირა დღის ბოლოს გვქონდა უფრო ნაკლები, რამდენიმე ერთეულით შევცდით, ეს კარგია. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-დან 400-მდე. შემდგომი კვირები, მთლიანად აპრილი, იქნება რთული, შემდგომ ველოდებით, რომ ყოველკვირეულად უნდა იყოს გაორმაგება. ამიტომ აპრილი, მაისის პირველი ორი კვირა იქნება საკმაოდ რთული, ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, სოციალური დისტანცირება არის ინფექციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი.

 

„თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ივლისში ან სექტემბერში, ან ასე და ასე შემდეგ, მაგრამა ამაზე გარკვეული პერიოდულობით იკრიბება ჯგუფი ექსპერტებისა, ვმსჯელობთ და ვისაც დააინტერესებს შეუძლია შემოგვიერთდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

1tv.ge





„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...


მსგავსი სიახლეები

up