ამირან გამყრელიძის განცხადებით, წლის ბოლოს კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია გაიმართება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, წლის ბოლოს კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია გაიმართება

access_time2020-12-16 14:00:00

ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, პირველ რიგში, რომელი ჯგუფები უნდა აიცრან; შემდეგ მიწოდების სერვისების კრიტერიუმები და ასევე, ქვეყანაში ხელმეორედ შეფასდა ცივი ჯაჭვის სისტემა - რა გვაქვს. ჩვენ თავისულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს კარგად გამართული 2-დან 8 გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ვაქცინაციის საკითზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში უკვე სამმა ქვეყნამ: დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და კანადამ რამდენიმე დღის წინ ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყეს. ასევე, ეს პროცესი შესაძლოა მალე გერმანიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმაც დაიწყოს, რომლებიც ამ ვაქცინებს აწარმოებენ.

„ვაქცინაცია ასევე დაწყებულია რუსული წარმოების ვაქცინით რუსეთში და ჩინური წარმოების ვაქცინით ჩინეთში. „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებული აღნიშნულ სამ ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება ცივი ჯაჭვი მინუს სამოცდაათი-ოთხმოცგრადუსიანი. ჩვენს ცენტრში უკვე ჩამოყალიბებულია ჯგუფი, ასევე საკოორდინაციო საბჭოსთან მუშაობს ინტერსექტორალური კომისია. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, კერძოდ, პირველ რიგში, რომელი ჯგუფები უნდა აიცრან; შემდეგ მიწოდების სერვისების კრიტერიუმები და ასევე, ქვეყანაში ხელმეორედ შეფასდა ცივი ჯაჭვის სისტემა - რა გვაქვს. ჩვენ თავისულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს კარგად გამართული 2-დან 8 გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა და იქ არაფრის დამატება საჭირო არ არის. თავისუფლად შეგვიძლია „ასტრა/ზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქციენები, რომლებიც დაბალ ტემპერატურას საჭიროებენ, ქვეყანაში სწრაფად დავნერგოთ. ამისთვის შესაბამისი თანამშრომლები მომზადებულია.

რაც შეეხება „მოდერნას“ ვაქცინას, რომელიც -20 გრადუსზეა, ასევე შეგვიძლია. მუნიციპალიტეტებში ჩვენ გვაქვს სამაცივრე დანადგარები -20-გრადუსიანი, სადაც შეგვიძლია „მოდერნას“ ვაქცინის დანერგვა.


რაც შეეხება ცივ ჯაჭვს „ფაიზერთან“ დაკავშირებით, სადაც მინუს სამოცდაათი-მინუს ოთხმოცი გრადუსი გვჭირდება, ასეთი ქვეყანაში 40-მდე მაცივარი გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა ტესტ-სისტემითაა დაკავებული. გაკეთდა შეფასება, რამდენის გამოთავისუფლება შეგვიძლია. ასევე შესყიდვის პროცესშია რამდენიმე ასეთი მაცივარი და თუ „ფაიზერის“ ვაქცინა გვექნება, ამ სისტემის გამართვა დიდ ქალაებში შეგვიძლია. ამდენად, ამ ვაქცინის იმპლემენტაციაც შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია წლის ბოლოს გაიმართება.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up