დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დიდი კვლევის შედეგები გახდება ცნობილი, რომლითაც განისაზღვრება, როგორია ქვეყანაში ვირუსის უსიმპტომო ფორმების ცირკულაცია.
„ალბათ, სამ-ოთხ დღეში გვექნება დიდი რანდომული კვლევის შედეგები. 1 200 სისხლის ნიმუშია აღებული ქვეყნის ოთხ მუნიციპალიტეტში და დაახლოებით, გვეცოდინება როგორია ქვეყანაში ფარული, ე.წ. ასიმპტომური ფორმების ცირკულაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
1tv.ge